Jump to content
×
×
  • Create New...

„6-წლამდე ასაკის ბავშვისთვის წამყვანი ქცევა არ არის მეცადინეობა და დასწავლა“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები უკვე გამოცხადებულია, ქვეყანაში არ წყდება დავა საკითხზე, უნდა მიიღონ თუ არა 6 წლამდე ასაკის ბავშვები სკოლაში, რაც რამდენიმე წლის წინ დაშვებული იყო. მშობელბი ასევე მსჯელობენ უნდა ამეცადინონ თუ არა პირველ კალსში შესვლამდე მოზარდები.

ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვი არ არის მზად მეცადინეობის პროცესისთვის, მისი მთავარი ქცევა არის თამაში, რაც შესაძლებელია მშობელმაც და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმაც შემეცნებითი აღზრდისთვის გამოიყენოს.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთმანეთისგან განვასხვაოთ სწავლა და დასწავლა. სწავლა ისეთი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრება ჩვენ თან გვდევს და ეს სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე, სრულიად გაუცნობიერებლადაც შეიძლება განხორციელდეს, ან ეს არის გამოცდილების მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში. რაც შეეხება დასწავლას, ეს არის ნებისყოფით გაშუალებული და მიზანმიმართული პროცესი, რომელსაც სჭირდება ძალისხმევა, ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ყურადღების კონცენტრაცია. შევხედოთ ბავშვის განვითარებას, 6 წლამდე ასაკის ბავშვის თავისებურება სრულიად რადიკალურად განსხვავდება უკვე 6 წლის შემდგომი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისგან იმით, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის წამყვანი ქცევა არ არის მეცადინეობა და დასწავლა. მისი ქცევა არის თამაში.

„თამაშს ჩვენი საზოგადოება ზოგადად არასერიოზულად უყურებს, განსაკუთრებით მშობლები. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბავშვი თავისთვის რაღაცას შვრება, დროს ატარებს. ეს არ არის დროის გატარება, ეს არ არის დროის ფუჭად კარგვა. რატომ? იმიტომ რომ ბავშვისთვის თამაში არის ცხოვრების შესწავლა, უნარების განვითარება, თავისი პოტენციალის რეალიზება, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება. აი, ეს არის თამაში, განსაკუთრებით შემეცნებითი და როლური თამაშები. პირველი, რასაც ჩვენ მშობლებს ვეკითხებით, წარმოსახვით და როლურ თამაშებს თუ თამაშობს ბავშვი და სწორედ ამ წარმოსახვითი თამაშებით ემზადება ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის.

„ეს არ არის არც გაჯეტების შედეგი სხვათა შორის და არც კომპიუტერული განმავითარებელი თამაშების. იმ თამაშებს არ აქვთ ის გავლენა, ამ ასაკში, ცხადია მომავალ ასაკზე არ ვლაპარაკობ, როგორი გავლენაც აქვს ხოლმე რეალურ შემეცნებით თამაშებს და როლურ თამაშებს. იმიტომ კი არა, რომ თამრიკო გაგოშიძეს არ მოსწონს ბავშვების მეცადინეობა 6 წლამდე ასაკში.. ყველა ფსიქოლოგი თანხმდება ამაზე და კარგი საგანმანათლებლო თამაშები, სკოლამდელი, აგებულია თამაშზე, იმისთვის, რომ ბავშვმა შეიმეცნოს სამყარო, მოემზადოს ცხვრებისთვის და ჰქონდეს კეთილდღეობის განცდა“, – აცხადებს ნეიროფსიქოლოგი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   159 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 159 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(20)
    • Facebookexternalhit(3)
    • Googlebot(3)