Jump to content
×
×
  • Create New...

წყალში

ბუდა
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 minutes წინ, iaiameri said:

@mulanარა არ გავციებულვარ.

 სხვათაშორის ტრადიცია მქონდა, ნუ ეს ზაფხულში. ზღვაზე რომ ჩავდიოდი, სანამ ბარგს ამოვალაგებდი, მანამდე გავდიოდი ზღვაზე და ტანსაცმლიანად ვდურთავდი თავს წყალში.

ბათუმი არ მიყვარს, ქობულეთის დასაწყისი არის ჩემთვის ზედგამოჭრილი. ჩემს მაგიერადაც ისკუპე.))) მე მანდ ჩამომსვლელი აღარ ვარ ათასი წელი.

ფიჭვნარის ზოლზე ამბობ? ლამაზია ეგ ადგილი პროსტა ბევრი ხალხია ზაფხულში, ზამთარში მყუდროა ზღვისპირეთი...

რას ერჩი აქაურობას? 

კი თუ წავედი გაწუწულ ფოტოსაც გაჩვენებ დაჟე :lol: 

აუ დათოვლილი მტირალა და თოვლიანი ციტრუსები ღმერთო რეები გამახსენდა აა

:jump: 

Edited by cosmia

Share on other sites

@mulanჩემი საზღვაო სეზონი იწყებოდა სექტემბრის პირველ ნახევარში და მთავრდებოდა ოქტომბრის პირველ ნახევარში. ხალხი იყო ცოტა. თან ვინც ვიყავით უკვე წლები  ერთდროულად ჩავდიოდით და ვიცნობდით ერთმანეთს. საბოლოო ჯამში ცეცხლს რომ ვანთებდით სანაპიროზე, ასე 20 კაცამდე ვიკრიბებოდით, ხან მეტიც.. გვიერთდებოდნენ ახლები. 

გემრიელი დღეები მაქვს მანდ გატარებული,  სიწყნარე და სრული იდილია.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, iaiameri said:

თუ ჩავდივარ მეც 15 სექტემბრის მერე აი საზღვაო სეზონზე მანამდე არა, წელს მეხვეწა სადაქალო და ფეხი არ გავადგი...

1233.thumb.jpg.1d8b72404d3e8e5cc091203ca52f4bd5.jpg

ჩემი ქადებით სავსე კალათა ლამფა და თერმოსი, სადღაც 20 სექტემბრის ღამეა :givi: 

Share on other sites

@mulan იფ, ეგ ქადები. 

ჩვენ ძაან კრეატიულ ამბებს ვჩადიოდით მანდ. საყოველთაო თევზაობა დავგეგმეთ და ნაპირიდანვე კუსტარული ანკესებით ვითევზავეთ. სამი დღე ვთევზაობდით და ერთი დიდი ტაფა წვრილი ლიფსიტა მოვაგროვეთ. მთავარი თევზმჭერები ბავშვები იყვნენ რა თქმა უნდა და ჩვენ დამხმარეები. ჰოდა, სამი დღის ნაგროვები თევზი რომ შეიწვა უნდა გენახა ამბავი. ყველა თავის დაჭერილ თევზს ეძებდა.))) მერე  კიდევ, რომ დაბნელდებოდა  გამოვდიოდით ნაპირზე, ვაცხადებდი სპეკტაკლს გახსნილად და  სცენა იყო ცა)))  ჩაწოლილები ვიყავით თბილად,  ბლომად ხილს გამოვიტანდით ხოლმე და ვინ რა დაინახა ცაზე ხმამაღლა ვყვებოდით. მოკლედ კაი გასართობი იყო. ვის ახსოვდა ან ინტერნეტი, ან ტელეფონი. ეგ იყო დასვენება.

ოჰოოო

:love: 

კაია ეგეთ სასტავში მარა ჩემთვის ეგ დროსტარებაა! :love: 

ჩემი გამოცდილებით დასასვენებლად მარტო უნდა წახვიდე :lol: 

:მუდო: 

უფრო მეტ ხალხს ეცნობი, გარემოში უკეთესად ახერხებ ადაპტირებას, ბევრი ინფო მოგაქვს, არ თამაშობ, გამოდიხარ სოციალური როლებიდან და ისვენებ, შეგიძლია არავინ იყო და სხვა იდენტობებიც ეძებო თან, სხვებთან ერთად დასვენება მიჭირს ეგეთი დასვენებიდან მერე ცალკე დასვენება მჭირდება...

Share on other sites

12 minutes წინ, mulan said:

ჩემი გამოცდილებით დასასვენებლად მარტო უნდა წახვიდე :lol: 

:მუდო: 

ეგ არის ინდივიდუალური რა თქმა უნდა. ზოგს ქიცი მოსწონს და ზოგს ქიცმაცურიო.))))) 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
13 minutes წინ, iaiameri said:

ეგ არის ინდივიდუალური რა თქმა უნდა. ზოგს ქიცი მოსწონს და ზოგს ქიცმაცურიო.))))) 

ზოგს ქოცი მოწონს ზოგს ნაცი წავიკითხე

Edited by ბუდა
Share on other sites

1 minute წინ, ბუდა said:

ზოგს ქოცი მოქონს ზოგს ნაცი წავიკითხე

ქოცნაცების გარეშე ცხოვრება უნდა ისწავლოთ.))

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share