Jump to content
×
×
  • Create New...

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს


Recommended Posts

  • ფორუმელი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 10 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად, ილია დარჩიაშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

თანამდებობაზე დარჩიაშვილმა კახაბერ ქემოკლიძე შეცვალა, რომელმაც პოსტი, დანიშვნიდან დაახლოებით ოც დღეში, 24 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მალევე დატოვა.

დარჩიაშვილი 2016-2017 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, 2015 წელს კი – მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მას სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობაც ეკავა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   202 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 201 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(21)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • ASIA