Jump to content
×
×
  • Create New...

ჰაკერებმა PAID-ის პროტოკოლი გატეხეს და 160 მილიონი დოლარის ტოკენები გამოუშვეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის პროექტი PAID Network 5 მარტს ჰაკერებმა გატეხეს. ჰაკერებმა  სმარტ კონტრაქტის მართვა შეძლეს და 160 მილიონი დოლარის ღირებულების PAID-ის ტოკენები გამოუშვეს.

PAID Network წარმოადგენს ეკოსისტემურ დეცენტრალიზებულ აპლიკაციას, რომელიც ბიზნესის ეფექტურობის გასაზრდელად სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების გამოყენებას სთავაზობს. Etherscan-ის მონაცემებით, ჰაკერებმა PAID Network-ის სმარტ კონტრაქტში ადმინისტრაციული უფლებების მიღება შეძლეს და 59.7 მილიონი PAID-ის ტოკენები გამოუშვეს.

მათგან დაახლოებით 2.5 მილიონის გაყიდვა დეცენტრალიზებული ბირჟის, Uniswap-ის, მეშვეობით 13 ტრანზაქციით მოხდა. გაყიდვის შედეგად ჰაკერებმა 2000 ETH-ის შემოსავალი მიიღეს, რაც მიმდინარე კურსით 3 მილიონ დოლარს აჭარბებს.

PAID-ის ტოკენების საბაზრო ფასი 2.86$-ს შეადგენდა და გამოშვებული 59.7 მილიონი ტოკენის ღირებულება 159.3 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ჰაკერებმა ტოკენების ნაწილი გაყიდეს, PAID-ის ტოკენის კურსი 88%-ით დაეცა და 0.32$ შეადგინა. ჰაკერების შემოტევამდე PAID-ის ტოკენების ლიკვიდურობა Uniswap-ის ბირჟაზე 3 მილიონ დოლარს შეადგენდა, შემდეგ კი 316 000$- მდე შემცირდა.

მარტის დასაწყისში ჰაკერებმა ასევე გატეხეს DeFi-ის პროექტი Furucombo და პროტოკოლიდან 14 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა მონეტების გამოტანა მოახერხეს. 

წყარო: https://bits.media/

 

The post ჰაკერებმა PAID-ის პროტოკოლი გატეხეს და 160 მილიონი დოლარის ტოკენები გამოუშვეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   275 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 275 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(3)