Guest Merlin Posted 7 მარტი, 2021 Posted 7 მარტი, 2021 დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის პროექტი PAID Network 5 მარტს ჰაკერებმა გატეხეს. ჰაკერებმა სმარტ კონტრაქტის მართვა შეძლეს და 160 მილიონი დოლარის ღირებულების PAID-ის ტოკენები გამოუშვეს. PAID Network წარმოადგენს ეკოსისტემურ დეცენტრალიზებულ აპლიკაციას, რომელიც ბიზნესის ეფექტურობის გასაზრდელად სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების გამოყენებას სთავაზობს. Etherscan-ის მონაცემებით, ჰაკერებმა PAID Network-ის სმარტ კონტრაქტში ადმინისტრაციული უფლებების მიღება შეძლეს და 59.7 მილიონი PAID-ის ტოკენები გამოუშვეს. მათგან დაახლოებით 2.5 მილიონის გაყიდვა დეცენტრალიზებული ბირჟის, Uniswap-ის, მეშვეობით 13 ტრანზაქციით მოხდა. გაყიდვის შედეგად ჰაკერებმა 2000 ETH-ის შემოსავალი მიიღეს, რაც მიმდინარე კურსით 3 მილიონ დოლარს აჭარბებს. PAID-ის ტოკენების საბაზრო ფასი 2.86$-ს შეადგენდა და გამოშვებული 59.7 მილიონი ტოკენის ღირებულება 159.3 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ჰაკერებმა ტოკენების ნაწილი გაყიდეს, PAID-ის ტოკენის კურსი 88%-ით დაეცა და 0.32$ შეადგინა. ჰაკერების შემოტევამდე PAID-ის ტოკენების ლიკვიდურობა Uniswap-ის ბირჟაზე 3 მილიონ დოლარს შეადგენდა, შემდეგ კი 316 000$- მდე შემცირდა. მარტის დასაწყისში ჰაკერებმა ასევე გატეხეს DeFi-ის პროექტი Furucombo და პროტოკოლიდან 14 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა მონეტების გამოტანა მოახერხეს. წყარო: https://bits.media/ The post ჰაკერებმა PAID-ის პროტოკოლი გატეხეს და 160 მილიონი დოლარის ტოკენები გამოუშვეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა