Jump to content
×
×
  • Create New...

Blockchain Association ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებას განიხილავს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ამერიკული უფლებადამცველი გაერთიანება Blockchain Association აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე იმსჯელებს.

Blockchain Association-ის შემადგენლობაში შედიან კრიპტოვალუტის ბირჟები Circle, Binance.US და Kraken და ასევე საინვესტიციო კომპანია Grayscale. Blockchain Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ სმიტმა (Kristin Smith)  თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გამოაცხადა, რომელთა შორის იქნებიან აშშ ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი (Janet Yellen), BlackRock-ის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატი, უოლი ადეიემო (Wally Adeyemo) და ასევე აშშ ფინანსთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

ამერიკელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები ძირითადად უკანონო საქმიანობის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას ემსახურება. სმიტის თქმით, პოლიტიკოსებთან მსგავსი შეხვედრები, ბაიდენის ადმინისტრაციას დაეხმარება გააცნობიეროს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მნიშვნელობა და ის, რომ ციფრული აქტივები სცილდება კრიმინალურ საქმიანობას. 

ცოტა ხნის წინ იელენმა ბიტკოინს ტრანზაქციების განხორციელების უკიდურესად არაეფექტური მეთოდი უწოდა, რომელიც ენერგიის გადაჭარბებულ რაოდენობას საჭიროებს. ამის გამო ის კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თუმცა, კრიპტოვალუტების მიმართ აშკარა საწინააღმდეგო დამოკიდებულების მიუხედავად, იელენი პოზიტიურად არის განწყობილი ციფრული დოლარის მიმართ. ის ფიქრობს, რომ ციფრული დოლარი უფრო სწრაფ, უსაფრთხო და იაფ გადახდებს უზრუნველყოფს ვიდრე ფიატური ვალუტა.

Blockchain Association ასევე შეშფოთებულია აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) თავმჯდომარის პოსტის კანდიდატის, გერი გენსლერის (Gary Gensler) განცხადებით. თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში მან თქვა, რომ იმუშავებს კრიპტოვალუტის ბაზრებზე თაღლითობის აღმოსაფხვრელად.

წყარო:  https://bits.media

 

The post Blockchain Association ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებას განიხილავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   203 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 202 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(13)
    • Facebookexternalhit(3)
    • ASIA