Guest Merlin Posted 9 მარტი, 2021 Posted 9 მარტი, 2021 აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ Centra Tech-ის თანადამაარსებელს, სოხრაბ შარმას (Sohrab Sharma) 2018 წელს თაღლითური ICO-ს ჩატარებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ICO Centra Tech-მა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ტოკენების გაყიდვისთვის ცნობილ სახეებს იყენებდა, მათ შორის ცნობილ მეკრივეს ფლოიდ მეივეზერს და DJ Khaled-ს. 2018 წელს FBI-მ Centra Tech-ს 100000 ETH ჩამოართვა. სოხრაბ შარმა დამნაშავედ ცნეს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში, ასევე თაღლითობაში ელექტრონული რესურსებისა და ფოსტის გამოყენებით. 8 წლიან პატიმრობასთან ერთად, შარმას შეეფარდა დამატებითი, 3 წლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 20000$-ის ოდენობით. აგრეთვე, მას ჩამოერთვა ICO-ს შედეგად მიღებული თანხა – 36 მილიონი დოლარი. კომპანია Centra Tech 2017 წელს დაარსდა და ინვესტორები რიგი პროდუქტების, მათ შორის სადებეტო ბარათის შექმნის შესახებ განცხადებებით მიიზიდა. კომპანიის ხელმძღვანელობა საუბრობდა შეთანხმებებზე ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Bancorp, Visa და Mastercard. სინამდვილეში მსგავსი შეთანხმებები არ არსებობდა. ცოტახნით ადრე, ერთწლიანი პატიმრობა ასევე შეეფარდა Centra Tech-ის კიდევ ერთ თანადამფუძნებელს, რობერტ ფარკასს (Robert Farkas). წყარო: https://bits.media The post Centra Tech-ის თანადამაარსებელს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა