Guest Merlin Posted 9 თებერვალი, 2021 Posted 9 თებერვალი, 2021 Binance Pay – ესაა კრიპტოვალუტით გადახდის სისტემა, რომელიც Binance-მა შეიმუშავა. პროგრამის ბეტა ვერსია რამდენიმე დღის წინ წარადგინეს. Binance Pay საშუალებას მისცემს მომხმარებლებს განახორციელონ გადარიცხვები კრიპტოვალუტაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამისთვის საჭირო იქნება Binance.com-ზე რეგისტრაციის გავლა ან სპეციალური აპლიკაციის გადმოწერა. Binance Pay-ის საფულეს დასაწყისისთვის 6 ვალუტის მხარდაჭერა ექნება. ესენია ბიტკოინი (BTC), Ethereum (ETH), Binance Coin (BNB), Swipe (SXP), BUSD და EUR. ჩამონათვალში ევროს და სტეიბლკოინ BUSD-ის არსებობა, რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული, გულისხმობს, რომ სისტემის გამოყენება PayPal-ის ნაცვლად იქნება შესაძლებელი. იგივე კრიპტოვალუტების მხარდაჭერა გასულ წელს გამოშვებულ სადებეტო ბარათს Binance card-საც აქვს, რომელიც კრიპტოვალუტით ფიატში სარგებლობის საშუალებას Visa ბარათის სქემით იძლევა. PayPal-ის მეშვეობით ჯერ-ჯერობით კრიპტოვალუტების მხოლოდ ყიდვა, გაყიდვა ან შენახვაა შესაძლებელი. მარტიდან ამ ფუნქციიებს კრიპტოვალუტით ფიატურ ვალუტაში გადახდის ფუნქციაც დაემატება. Binance-ის მეშვეობით კი მომხმარებელი გადარიცხვას შეძლებს – კრიპტოვალუტის პირდაპირ მიღებას ან გაგზავნას. წყარო: https://cryptonews.net/ The post გაუწევს თუ არა Binance Pay მეტოქეობას PayPal-ს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა