Jump to content
×
×
  • Create New...

ბიტკოინის ფასმა ახალ მაქსიმუმს 45000$-ს მიაღწია – ყვალაფერში დამნაშავე ილონ მასკია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ილონ მასკმა კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ ააფორიაქა – Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა და კრიპტოვალუტით გადახდის შემოღებას გეგმავს. ბიტკოინის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და 44 899$ შეადგინა.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიისთვის (SEC) წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში, კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინის შეძენის შესახებ განაცხადა, რამაც კრიპტოვალუტის ფასის 44 899$-მდე გაზრდა გამოიწვია. დოკუმენტში ნათქვამია:

„2021 წლის იანვარში ჩვენ განვაახლეთ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც მეტი მოქნილობის საშუალებას მოგვცემს შემდგომი დივერსიფიკაციისა და მეტი სარგებლის მიღებისთვის იმ თანხებიდან, რომლებსაც არ ვსაჭიროებთ ადეკვატური ოპერაციული ლიკვიდობის შესანარჩუნებლად.“

პოლიტიკა მოიცავს „ალტერნატიულ სარეზერვო აქტივებში, მათ შორის ციფრულ აქტივებში, ოქროს ზოდებში, ETF-სა და სხვა აქტივებში“ ინვესტირებას.

„ჩვენ 1.5 მილიარდის ინვესტიცია ჩავდეთ ბიტკოინში, ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია დროდადრო ან გრძელვადიან პერსპექტივაში შევიძინოთ და შევინახოთ ციფრული აქტივები.“

გარდა ამისა, Tesla უახლოეს მომავალში ანგარიშსწორების კრიპტოვალუტაში შემოღებას აპირებს. 

ამასობაში კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის მომხმარებლებმა სოც.ქსელებში პლატფორმის გაუმართაობაზე დაიწყეს საუბარი. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენპენ ჟაომ (Changpeng Zhao) ტვიტერში განაცხადა რომ შეფერხებები სისტემაში გაზრდილ ტრეფიქთან იყო დაკავშირებული და რომ „ყვალაფერში დამნაშავე ილონ მასკია“

წყარო: https://bits.media

The post ბიტკოინის ფასმა ახალ მაქსიმუმს 45000$-ს მიაღწია – ყვალაფერში დამნაშავე ილონ მასკია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share