Jump to content
×
×
  • Create New...

ქრისტე - გადარჩენის ერთადერთი საშუალება ...


kvipriane
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს , ალილუია !!!!

გილოცავტ მეგობრებო ნათლისღების დღესასწაულს !!! მრავალს დაგასწროთ უფალმა !!!

 - მადლი უფლისა ჩვეისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ !!!

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane გამარჯობა მეგობარო შტეკერა ხარ ? 

მართლაც მადლობა ადმინს ამ თემისთვის 

ადმინ უცნობის და სერაფიმეს პერფორმანსი დაგვიდე ჰდში თუ შეიძლება 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, fornacis said:

გამარჯობა მეგობარო შტეკერა ხარ ? 

არა, არ ვიცნო დასახელებულ პიროვნებას

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

იყოს აქაც ...

ქრისტიანობა გვთავაზობს ცხოვნებას, რაც ორი რამის ნაზავით მიიღწევა : - ესაა, რწმენა და საქმე 

... ბიბლიის მიხედვით, როდესაც უფალი სამყაროს ქმნიდა მეექვსე დღეს შექმნა ადამი და მას მისცა ის რაც არ მიუცია არავის სხვისათვის, ესაა - შთაბერა გონიერი, შემომქმედი და თავისუფალი სული ... პირველი საქმე რომელიც მან ადამს დაავალა იყო ის , რომ ყოველივე შენაქმნისატვის დაერქმია ადამიანური სახელი, ეს პროცესი ასე ხდებოდა, ღმერთს მიყავდა ადამი ამა თუ იმ შენაქმნთან, უხსნიდა აღნიშნული შენაქმნის შინაგან ბუნებას და აქედან გამომდინარე ადამი არქმევდა ადამიანურ სახელს, ანუ რატომ ავღნიშნე ეს, იმიტომ რომ ნათლად გამოვსახო რომ არსებობდა პირდაპირი კავშირი ადამსა და ღმერთს შორის , რომელი კავშირიც ცოდვის ჩადენის შემდეგ დაირღვა/გაწყდა და ადამი და ევა , ასე ვთქვათ დაემშვიდობნენ უდარდელ ცხოვრებას, თუმცა იმდენად უყვერდა (და უყვარს) ადამიანი ღმერთს, რომ მან ადამს შეჰპირად, რომ მოუვლენდა მხსნელს, მესიას, რომელიც აღადგენდა დარღვეულ კავშირს ადამიანისა ღმერთთან , - შემგომმა ადამიანებმა კაენმა და ნუ აღარ ჩამოვთვლი , მათმა ცოდვით დაცემამ მთელი კაცობრიობა წარწყმედილ არსებათა ჯგუფს დაამსგავსა, ქრისტეს დაბადებამდე, წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრი იყო, - სულერტია ქველი იქნებოდა იგი თუ ბოროტმოქმედი, უსჯულოებით ჩავისახებით და ცოდვით ვიბადებით (უსჯულოებასა შინა მიუდგა და ცოდვასა შინა მშუა მე დედამან ჩემმან - ფსალმ.50.5) "შთავიდე ძისა ჩემისა თანა ჯოჯოხეთად"-ო (დაბად.37.35) ამბობს ძველი აღთქმის წმიდა პატროარქი იაკობი თავისი თავისა და თავისი წმიდა ძის , უმანკო იოსების შესახებ !!! - ანუ , ჯოჯოხეთში ეშვებოდნენ თავიანთი ამსოფლიური მწირობის დასრულების შემდეგ არა მარტო ცოდვილნი, არამედ - მართალნიც ძველი აღთქმისა. ასეთის კაცობრივი ქველი საქმეების ძალა, ასეთია ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნების სათნოებათა ფასი !!! ... იმისათვის რომ აღდგენილიყო კავშირი ადამიანისა ღმერთთან, ანუ ცხოვნებისათვის (ესაა ცხოვნება, კავშირის აღდგენა ადამიანისა ღმერთთან) აუცილებელი გახდა - გამოხსნა, გამოსყიდვა. ადამიანთა მოდგმის გამოხსნა, გამოსყიდვა მოხდენილ იქნა არა ანგელოზია, ან - მთავარანგელოზის, ან კიდევ - რომელიმე სხვა, უმაღლესი, მაგრამ სასრული და შექმნილი არსების მიერ, არამედ - თვით უსაზღვრო ღმერთის მიერ !!! სიკვდილით დასჯა - მთელი კაცობრიობის ხვედრი, შეცვლილი იქნა მისი სიკვდილით დასჯით, კაცობრიობის დამსახურებათა სიმწირე შეცვლილი იქნა მისი უსაზღვრო ღირსებით, ადამიანის ყველა კეთილი, მაგრამ მისი კაცობრივი (ცოდვილი) წარმოშვების გამო - უძლური , ჯოჯოხეთში დაღმავალი საქმეები შეცვლილი იქნა ერთი, ვიმეორებ, ოდენ ერთი ძალმოსილი კეთილი საქმით - ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით !!! ჰკითხეს ებრაელებმა უფალს, - "რაი ვყოთ რაითა ვიქმოდეთ საქმესა ღმრთისასა?"  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ : -"ესე არს საქმე ღმრთისაი, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (იოანე 6/28-29) ანუ ცხოვნებისათვის (ღმერთთან კავშირის აღდგენისათვის) ერთადერთი კეთილი საქმე გვჭირდება, - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს რწმენა !!!  

მაგრამ რწმენა საქმეებიცაა და  საქმეების გარეშე - "მკუდარ არს" !!! 

(რწმენით ჩადენილი საქმე რას ნიშნავს , თუ დაგაინტერესათ მაგასაც დავწერ მომავალში) ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 28 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)