Jump to content
×
×
  • Create New...

კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1068909317-300x199.jpg

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა.

ბიტკოინი

ბოლო სამი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 11.000 დოლარის ზღვარს მიუახლოვდა, რაც პოზიტიური ნიშანია. ბიტკოინის კურსის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასმა 11.178-სა და 12.460 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი დაიკლებს მომდევნო დონე 9.835 დოლარი იქნება.

თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი პოზიტიური მომავლის ხედვას ინარჩუნებს. მათი აზრით, მალე კრიპტოვალუტის კურსი 11.000 დოლარის დონეს დაიკავებს.

ფასის ზრდის ტენდენციის დაფიქსირების შემდეგ კი მომდევნო დონე 11.500 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ეთერიუმი

უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი მცირე რყევებს განიცდიდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ალტკოინის ფასი 4 ოქტომბერს 353 დოლარზე დაფიქსირდა.

თუკი ალტკოინი ზრდის ტენდენციას დააფიქსირდებს მომდევნო სამიზნე დონე 400 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასი დაიკლებს მაშინ ტრეიდერებმა ვაჭრობა 315 დოლარზე უნდა შეწყვიტონ.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ეთერიუმზე ვაჭრობას რეკომენდირებენ.

რიპლი

ოქტომბრის დასაწყისში რიპლის ფასი 0.24 დოლარზე დაფიქსირდა.

იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაიწევს მომდევნო დონე 0.20 დოლარი იქნება.

თუმცა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ რიპლის კურსი გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში სამიზნე დონე 0.26-დან 0.31 დოლარზე არის განსაზღვრული.

ეექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 200-დან 222 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

თუკი კრიპტოვალუტამ ზრდის ნიშანი აჩვენა მომდევნო დონე 242 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ალტოინის კურსი შემცირდა შესაძლოა, ფასი 140 დოლარზე აღმოჩნდეს.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი მომატებულია და ის 221 დოლარს შეადგენს.

ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყება თავისუფლად შეუძლიათ.

ლაიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღეა ლაიტკოინის კურსი 45 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ალტკოინის ფასის კლების ნიშანი იქნება, თუკი კრიპტოვალუტა 40 დოლარზე აღმოჩნდება.

თუმცა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ლაიტკოინი ზრდას განაგრძობს. მომდევნო სამიზნე დონე კი 52 დოლარია.

ექსპერტები ტრეიდერებს ლაიტკოინზე ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ. ამ ეტაპზე კურსი 47 დოლარს შეადგენს.

The post კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share