Jump to content
×
×
  • Create New...

მალაიზიაში კრიპტოვალუტის პირველმა ფონდმა მუშაობა დაიწყო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი ბიტკოინის ფონდი ადგილობრივი ინსტიტუციონალური ინვესტორების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას იწყებს.

მალაიზიაში დაფუძნებული Genesis Bitcoin Fund-I (BGBF-I) ოფიციალურად გაიხსნა.

ფონდის მიზანია პირველი ინსტიტუციურად დაზღვეული კრიპტო პროდუქტი გახდეს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. ფონდის გახსნა განაპირობა აღნიშნულ რეგიონში კრიპტოვალუტაზე მოთხოვნილების ზრდამ.

ფონდი იყენებს Calfin Global Crypto Exchang-ის მიერ მოწოდებულ, Blockchain-ზე დაფუძნებულ შექმნილ პლატფორმას, რომლის მიზანია გაზარდოს უსაფრთხოება მომხმარებელთა მფლობელოობაში არსებულ კაპიტალზე. BGBF-I-ს მარეგულირებელ სისტემაზე პასუხისმგებელია Investment Bank-ი. ბანკი ასევე წარმოდგენილია, როგორც ფონდის მთავარი მრჩეველი.

ამასთანავე, პროფესიონალური ფინანსური მომსახურების პროვაიდერი, ჰონგ კონგში დაფუძნებული Alpha Calibration-ი უზრუნველყოფს მარეგულირებელი ნორმების შესაბამისი სერვისების შემუშავებას.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდში თანამონაწილეობა ყველა აკრედიტირებულ ინვესტორს შეეძლება, განცხადებაში ნაქვამია, რომ აუცილებელია უსაფრთოხების პროტოკოლების გავლა, როგორიცაა: ფულის გათეთრების საწინაააღმდეგო ზომების მიღება და მომხმარებლის ნამდვილობის დადასტურება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლოს მალაიზიის მარეგულირებელმა ახალი წესები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის უსაფრთხოება.

უფრო კონკრეტულად კი, ციფრული ვალუტის ბირჟებს მოეთხოვებათ, რომ ფულის გათეთრების თავიდან აცილებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ყველა წესი ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან.

The post მალაიზიაში კრიპტოვალუტის პირველმა ფონდმა მუშაობა დაიწყო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share