Jump to content
×
×
  • Create New...

ჩინეთის ხელისუფლება ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაჯანსაღებისთვის ანტიმონოპოლიურ წესებს შემოიღებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%

ჩინეთის ხელისუფლება ანტიმონოპოლიური წესების გამოქვეყნებას გეგმავს. წესები მიმართულია მსხვილი ტექნიკური და საგადახდო კომპანიებისკენ.

ქვეყნის ხელისუფლებას, საკანნმდებლო და მარეგულირებელ ორგანოებს უკვე მზად აქვთ ახალი წესები, რითიც ხელს შეუშლიან ბაზრის მონოპოლიზებას.

სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბაზრის რეგულირების შესახებ კანონები გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც შეიზღუდება ისეთი ბაზრის მონოპოლისტი გიგანტების გაფართოვება როგორიცაა Alibaba, Ant Group-ი და Tencent-ი.

სახელმძღვანელო მითითებები კონკრეტულად ეხება ოპერატორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ ვაჭრობას, ინფორმაციის გაცვლას და სხვა ინტერნეტ პლატფორმის მომსახურებას.

აღნიშნული წესების შემოღება ბოლოდროინდელი ძალისხმევის შედეგია. ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე კი ჩინეთის სახალხო ბანკია. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ბანკი ამ ნაბიჯს ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაჯანსაღებისთვის გადადგამს.

შეგახსენებთ რომ, ჩინეთში სხვადასხვა ტიპის კომპანიები ბოლო დროს Blockchain ტექნოლოგიას აქტიურად ნერგავენ.

მაგალითად, ელექტრონული კომერციის ორმა წარმომადგენელმა Alibaba-მ და Aerospace-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავდა Blockchain-ისა და სხვა ტექნოლოგიური მომსახურების განვითარებას.

The post ჩინეთის ხელისუფლება ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაჯანსაღებისთვის ანტიმონოპოლიურ წესებს შემოიღებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share