Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

მირზა გელოვანი - ფოთოლი

 

მსუბუქი ტანი გაქვს,

სურვილს აყოლილი,

ნეტა შენ...

არ ვგავართ ერთმანეთს

მე და შენ.

ქარს გინდა რომ აჰყვე

და სივრცეს სულ ევლო?..

დედიკოს რომ მოსწყდე,

დასჭკნები, სულელო.

კიპაროსი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს...

Share on other sites
  • ფორუმელი

ნუკრი ბერეთელი - დღეს

 

დღეს სხვანაირი ფერი აქვს ფერდობს,

ნისლიან ფერდობს, დეკემბრის ნისლით.

დღეს სხვანაირად ძნელია, მენდო

ცივ გვამშიც როცა ვენებს ღრღნის სისხლი.

 

დღეს სხვანაირად ძნელია, გწამდეს

და სვეტიცხოვლის სიმშვიდე გეცვას.

დღეს სხვანაირი გზებია ცამდე-

უფრო შორსაა შვიდივე ზეცა.

 

დღეს სხვანაირად ბეღურებს ცივათ

და აივნებზე კენკავენ სითბოს.

დღეს ნატვრებს: საბნად გვეხუროს თივა,

შვილებში ბიჭი მესამე იყოს-

 

უცქერენ უნდო ღიმილით, ეჭვით,

ზურგსუკან ცლიან ქირქილის ქოთნებს.

და ისევ ჩემი მტკივანი ბეჭით

და დედაჩემის ჩემს ბეჭზე მოთქმით

 

მოვდივარ... მომდევს ორღობე, შარა.

ღობისძირს მოსდევს ფინია ყეფით.

და ბეჭებს- დედის გაკრული შალი,

და შარის ბოლოს- ნაცნობი გლეხი...

 

სხვა სუსხი მოაქვს დეკემბრის ავდრებს,

როცა ასეთი ძნელია, მენდო.

და ვდგავარ, როგორც გამწყდარი კადრი

და მარტოობის ფერი აქვს ფერდობს.

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა