ფორუმელი Moor Posted 9 მარტი, 2021 Posted 9 მარტი, 2021 CEPA: წითელი დრაკონი შავ ზღვაში ჩინეთი დასავლეთთან დამაკავშირებელ გზებში მსხვილ ინვესტიციებს დებს. შავი ზღვის ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართული არიან კერძო და სახელმწიფო კომპანიები, სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოქვეყნებულია სამთავრობო ინიციატივებიც. მორიგი ქვეყანა, სადაც ჩინეთი აშენებს ან აფინასნებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოა, რომელსაც ეს ინვესტიციები ამბიციური მიზნის მიღწევაში ეხმარება - გახდეს რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრი. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინეთის ჩართულობას თან ახლავს როგორც შესაძლებლობები, ისე რისკები. 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ინფრასტრუქტურის პროექტების პოლიტიზების ტენდენციის ნიშანია. ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება საქართველოში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. იმისთვის, რომ ქვეყანა ლოჯისტიკურ ცენტრად იქცეს და ევროატლანტიკური ეკონომიკისა და უსაფრთხოების სისტემებთან შესაბამისობაში მოვიდეს, საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ქვეყანა რუსეთის ინტერესთა სფეროშია. საქართველოს ჯერ არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და კრემლი მის ალიანსში გაწევრიანებას აქტიურად ეწინააღმდეგება. ჩინეთის ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2017 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის შედეგად ვაჭრობა 44%-ით გაიზარდა. 2019 წლამდე ჩინეთის პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში $ 650 მილიონი შეადგინა. ჩინეთი ქართული ინფრასტრუქტურის ველზე მსხვილი მოთამაშე არ არის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ჩინური კომპანია და ინვესტორი აქტიურია ქართულ ბაზარზე. მათ შორისაა ჰუალინგი, საქართველოს ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორი. AIIB საქართველოში AIIB არ არის ჩინეთის სახელმწიფო ორგანო: ის მრავალმხრივი ინსტიტუტია. ამავდროულად, ბანკი ჩინეთის მთავრობამ დააარსა. AIIB ჩინეთის განვითარების სტრატეგიისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სავალუტო ფონდი ამერიკისთვის. AIIB-სგან მიღებული სესხები არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან იგივე ტიპის სასესხო პრაქტიკა აქვს, რაც მსოფლიო ბანკს. ანაკლიის გარდა, საქართველოში AIIB მხარს უჭერს კიდევ ორ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს, ესენია ბათუმის შემოვლითი გზა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ზამთარში საქართველოს ენერგიის წარმოებაში არსებული ხარვეზების შევსებას და რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ეს პროექტები საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია და მათი დახმარებით, AIIB რეალურ სარგებელს მოუტანს საქართველოს. ამავე დროს, AIIB გამოწვევაცაა. ეს ჩინეთის დიპლომატიური გამარჯვებაა. რაც უფრო მეტი წარმატება აქვს AIIB-ს და უკეთესი საერთაშორისო რეპუტაცია, მით უფრო მეტად შეუძლია პეკინს რბილი ძალის გამოყენება. BRI საქართველოში ჩინეთი ქვეყნებს მსხვილი პროექტების დაფინანსებას სთავაზობს, სამაგიეროდ კი პოლიტიკურ გავლენას იხვეჭს. ფულის უმეტესობა ორ ჩინურ პოლიტიკურ ბანკზე მოდის, ესენია CDB და ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი. მათი დაკრედიტების მასშტაბები უზარმაზარია: ჩინეთის პოლიტიკური ბანკები ახლა უფრო მეტ სესხს გასცემენ განვითარებად ქვეყნებზე და უფრო მეტი აქტივი აქვთ, ვიდრე MDB-ს, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს. CDB-მ მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების გაფართოების მიზნით, ქართულ ბანკებს 65 მილიონი დოლარიანი სესხი მისცა. ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ ინფრასტრუქტურის ხარჯვის პოლიტიზირებას, ჩინეთის პოლიტიკური ბანკებიდან სესხები BRI ქოლგის ქვეშ გაცილებით მიმზიდველია, რადგან მათ არ უწევთ იგივე დონის საფუძვლიანობის ან ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების წარდგენა. ამ სესხების შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს. მცირე გამჭვირვალობის გამო, BRI ხშირად ქვეყნებს დიდი ვალით ტვირთავს, ზრდის კორუფციის რისკს, აზიანებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ეროვნულ სუვერენიტეტს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკუთრებაში გადაცემით. ჩინური კომპანიები საქართველოში ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს უსამართლოდ სუბსიდირებული კომპანიების მხრიდან ემუქრება. ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძვირი და რთულია. როდესაც კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიებს იყენებენ მათი კონკურენტების განაკვეთების შესამცირებლად, ეს ბაზრებს ამახინჯებს და აზიანებს კომპანიებს, რომლებიც არ სარგებლობენ სუბსიდიებით. 2018 წელს ჩინეთის მთავრობამ რეკორდული 22,3 მილიარდი დოლარის სუბსიდიები გამოუყო კომპანიებს. ჩინეთის სამშენებლო კომპანიები საქართველოში აქტიურობენ. შანჰაის Zhenhua Heavy Industries-მა (ZPMC) მრავალმილიონიანი საერთაშორისო ტენდერი მოიგო ანაკლიის პორტის მომარაგებაზე. 2018 წელს ZPMC-მ განაცხადა, რომ კომპანიის მიერ მიღებული სახელმწიფო გრანტების ოდენობა დაახლოებით 173 მილიონი დოლარია. აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ინფრასტრუქტურაში აშშ-ს პოლიტიკამ შეიძლება დაიცვას საქართველო ჩინური ინვესტიციების ყველაზე ცუდი ასპექტებისგან, როგორიცაა ვალის ხაფანგი და შეამციროს სხვა სახის მონაწილეობის რისკები, მათ შორის სუბსიდირებული კომპანიები. შეერთებული შტატები უკვე მონაწილეობს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერაში. შეერთებულმა შტატებმა ანაკლიის პროექტს რამდენიმე გზით დაუჭირა მხარი. ამერიკული დახმარების ძირითადი წყარო DFC-სგან მოდის, რომელიც უზრუნველყოფს სესხებს, კაპიტალის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას განვითარებად ქვეყნებში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. DFC BRI–ს საწინააღმდეგოდ, ჩინეთის გაუმჭვირვალე გარიგებები ალტერნატივად შეიქმნა. დაფინანსების ამ დეფიციტის გამოსასწორებლად, შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო Blue Dot ქსელი, DFC-ს ეგიდით ინიციატივა, რომელიც გამჭვირვალობის, სესხის მდგრადობის და გარემოს დაცვის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Laki Posted 9 მარტი, 2021 Posted 9 მარტი, 2021 ანაკლიას, მაინც არ გააკარებენ, ალბათ. ...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა