Jump to content
×
×
  • Create New...

აფხაზეთის ომის ვეტერანები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ


Recommended Posts

  • ფორუმელი

აფხაზეთის ომის 200-ზე მეტმა ვეტერანმა დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი „არჩევნები“ მოითხოვა. ინფორმაციას გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

პარტია „ამცახარას“ ვეტერანებმა – გარი სამანბამ, ალიკა ბგეუმ, თემურ კუჩუბერიამ და ვიტალი თარნავამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ბჟანიას ერთწლიანი მმართველობის შემდეგ, ოკუპირებული რეგიონი სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ჯანდაცვის სფეროს კრიზისის წინაშე დგას, „არაპროფესიონალური მმართველობითი გადაწყვეტილებების და განვითარების პროგრამის არარსებობის წყალობით“.

მათ ასევე გააკრიტიკეს ბჟანიას „საგარეო პოლიტიკის კონცეფცია“, რომელიც თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ პუნქტებს შეიცავს. იმავე პრესკონფერენციაზე გარი სამანბამ ასევე დაგმო ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას მიერ ცოტა ხნის წინ დანარჩენ საქართველოში ვიზიტი, რასაც სოხუმში ქუჩის აქციები მოჰყვა.

იმავდროულად, აფხაზური მედია იტყობინება, რომ ბჟანია აფხაზი „დეპუტატების“ ჯგუფს შეხვდა, სადაც მათ „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ იმ ნაწილის საკუთარი ვერსიის შემუშავება შესთავაზა, რომელიც თბილისთან ურთიერთობებს ეხება.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   414 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 414 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Facebookexternalhit(6)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)