Jump to content
×
×
  • Create New...

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის 25 საჯარო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

1 მარტიდან საბავშვო და კერძო ბაგა- ბაღებში სააღზმრდელო პროცესი განახლდა. თუმცა იმთავითვე თბილისში 8 ბაღმა კორონავისრუსის შემთხვევების გამოვლენის გამო ფუნქციონირება ვერ შეძლო.

დღეის მარტის მონაცემებით აღნიშნულ 8 ბაღს 17 დაემატა. შესაბამისად ამ დროსითვის თბილისის მასშტაბით სააღმზრდელო პროცესი 25 ბაღშია შეჩერებული.

„9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება პირველ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და პირველ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა“, – აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ, ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს. თანამშრომელთა ტესტირება კი ორ კვირაში ერთხელ ხორციელდება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   153 all people including: 1 წევრი, 3 ანონიმური, 149 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(8)
    • Chrome(27)
    • KOMBLE
    • Facebookexternalhit(4)