Jump to content
×
×
  • Create New...

„შემოვიღოთ შეფობის პრინციპი სკოლებში“ – განათლების კომიტეტის წევრის ინიციატივა პარლამენტს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი დავით ზილფიმიანი წინადადებით შემოდის, რომ სკოლებში “საპატივსაცემო ადამიანების შეფობის პრინციპი გაჩნდეს”.

ამის შესახებ მან პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს მიმართა.

მისი თქმით, სკოლებისთვის მეტი დაფინანსების მიზნით, პარლამენტმა უნდა შექმნას სტიმული და ფულიც იქნება.

საკუთარი წინადადება კომიტეტისადმი ზილფიმიანმა ასე ჩამოაყალიბა:

“სკოლების შენახვა 800 მილიონი ჯდება ბიუჯეტით. არსებობს რესურსი, რისი გამოცდილებაც არის ზოგიერთ უცცხოეთის ქვეყნებში. ამ აზრზე მივედი მაშინ, როდესაც ერთი მაგალითი, ერთი ფაქტი მოხდა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა სკოლაში გააკეთა სტადიონი, გაარემონტა და ახლა, რადგან კანონი არ არის, ცდილობენ ისე გააკეთონ, რომ ამ კაცსაც მიეცეს საშუალება და დაერქვას ამ კაცის სახელობის სტადიონი. მე გადავხედე თუ როგორ მოწესრიგდა ეს იტალიაში. არსებობს რესურსი, და ასეთი რესურსი არც ბაღებს აქვთ და არც უმაღლეს სასწავლებლებს, რადგან უმაღლესების რაოდენობა მცირეა. სკოლები კი, ეს არის დაახლოებით 2500-მდე სკოლა, და ჩვენ შეგვიძლია, თუ შევქმნით სწორკანონმდებლობას სწორი კრიტერიუმებით, რომ იმ სკოლის გულმხურვალე მხარდამჭერია, თუ კურსდამთავრებულია თუ ვინც არის, მას შეეძლოს რაღაცა მოცულობის ფარგლებში სკოლას გაუწიოს ასე ვთქვათ შეფობა, ეს იგივეა ახლა გინდა შენ ააშენე და გინდა ფული მიეცი და სხვას ააშენებინე…

“მაგალითად, მე მინდა, რომ ფიზიკის ტექნიკა შევუტანო იგივე სკოლას, მეც ეგ სკოლა დავამთავრე. და რომ შევხედე ამ სიტუაციას, მე მგონი, კარგი აზრია და რატომ: ერთ სკოლას ერთი შეძლებული კაცი რომ არ ჰყავდეს გამოშვებული პრაქტიკულად არ არსებობს. მით უმეტეს თუ უფრო დიდ კრიტერიუმებზე წავალთ ან დიდ თანხაზე და შესაბამისად, მათი რაოდენობა მცირდება თუ კრიტერიუმი მატულობს. ანუ ვინ შეიძლება… შეიძლება მეცნიერიც კი ჰყავდეს სკოლას და მერე სახელიც კი მისცე სკოლას იმ კაცის თუ მართლა კანონმდებლობით და კრიტერიუმებით ის არის რაღაც… თუ არადა იყოს სპორტული მოედნიე მოწყობა, სკოლისთვის გათბობის სისტემის დაყენება და სხვ. ანუ, შეფობის საკანონმდებლო ინიციატივით შემოვდივარ, რომ რამდენიმე კრიტერიუმით, როცა სურვილი აქვს ადამიანს დაეხმაროს სკოლას და შევიმუშავოთ.. ყველას შავი ფულით სკოლაში რამის გაკეთება არ გამოვა, ადამიანიც უნდა აკმაყოფილებდეს რაღაც კრიტერიუმებს. ვადებიც შეიძლება: ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი შეფობა შეიძლება თუ მაგალითად ნახევარი მილიონი მისცა სკოლას. და თუ ის ისეთი ადამიანია, მართლა ღირსეული, რა პრობლემაა, რომ რაღაც სეგმენტს სკოლისას მისი სახელობის დაერქვას. ეს არის რესურსი, რომელიც რამდენიმე მილიარდია და ეს გრძელდება.. რა იყოთ, რამე ისეთს ვამბობ? შემდეგ მათი შვილები, შვილიშვილები სულ ცდილობენ იმ სკოლაში რაღაცის კეთებას…ეს ხომ ოჯახის ღირსების საკითხია… კიდევ ერთხელ, შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, შემოვიღოთ შეფობის პრინციპი სკოლებში”, – განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრმა.

მისი თქმით, ეს ახლაც არაა აკრძალული, მაგრამ კანონით იქნება გარანტია.

“ჩვენ რომ ამ პრინციპს შემოვიღებთ, იმ ადამიანისთვისაც გარანტირებული იყოს ეს სახელი, ბიზნესმენის, გამოჩენილი ადამიანის. დაერქვას მისი სახელი, ერთი დაფა გაეკრას იქ. რა არის ამაში შესაცხადებელი?”, – დასძინა ზილფიმიანმა.

კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი წინადადებაზე ამბობს, რომ ამაში შესაცხადებელი არაფერი არ არის და ამაზე შესაძლებელია მომავალში სამუშაო სხდომა ჩანიშნონ.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share