Jump to content
×
×
  • Create New...

განათლების სფეროში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გოგონებს ადრეულ ასაკში ქორწინების რისკს უქმნის – UNICEF


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ კორონავირუსის პანდემიის კრიზისით გამოწვეულმა სირთულეებმა შესაძლოა მომდევნო ათწლეულში დამატებით 10 მილიონი ბავშვის ქორწინება გამოიწვიოს.

„სკოლების დახურვა, ეკონომიკური სტრესი, მომსახურების შეფერხებები, ორსულობა და პანდემიის გამო მშობლების სიკვდილი, გოგონებს ბავშვთა ქორწინების გაზრდილ რისკს უქმნის“, – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მათივე პროგნოზით, თუკი ტენდენცია დადასტურდა, ეს იქნება სერიოზული უკუსვლა ბოლო წლებში ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ კამპანიაში მიღწეული წარმატებიდან.

UNICEF- ის ანგარიშის მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვებისა და ფიზიკური დისტანცირების გამო, გოგონებისთვის უფრო რთული გახდა სამედიცინო, სოციალური და საზოგადოებრივი დახმარების მიღება, რაც მათ იცავს ბავშვთა ქორწინებისგან, არასასურველი ორსულობისგან და გენდერული ნიშნით ძალადობისგან.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share