Guest Merlin Posted 9 მარტი, 2021 Posted 9 მარტი, 2021 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, „კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის განკარგულებაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ცვლილება ეხება ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების, ასევე სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირებს. აღნიშნულმა დაწესებულებებმა, ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით) უნდა მოახდინონ პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. ასევე ცვლილების თანახმად, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირებს დაემატა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე ბავშვთა სახლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებში დასაქმებულები შემდეგი კატეგორიების მიხედვით: 1. ჩარიცხული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი; 2. ჩასარიცხი ბენეფიციარები, მომსახურებაში განთავსებამდე; 3. მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს; 4. მომსახურებიდან არდადეგების დროს გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს ბრძანების თანხმად, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში და ასევე თეატრებსა და პროფესიულ ანსამბლებში მომუშავე პირები ექვემდებარებიან კორონავირუსზე ტესტირებას − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 20%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა