Jump to content
×
×
  • Create New...

„მივმართავთ უფრო რადიკალურ ზომებს“ – რას ითხოვს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სამედიცინო უნივერსიტეტის ათეულობით სტუდენტმა EDU.ARIS.GE – ს ერთი შინაარსის წერილი გამოუგზავნა, სადაც სტუდენტებს უნივერსიტეტისგან კონკრეტული მოთხოვნა აქვთ და ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ.

“მოგესალმებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. სურვილი გვაქვს მოგიყვეთ ერთ-ერთ პრობლემაზე უამრავიდან რომელიც ამ უნივერსიტეტში არის, კონკრეტულად კი, შემოდგომის სემესტრის გამოცდებზე.

მოგეხსენებათ, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში და ვინაიდან, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, პრაქტიკებზე სიარულის უფლება ჰქონდათ მხოლოდ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, სხვა დეკანატებს მოუწიათ სხვა ფაკულტეტებისთვის გამოცდებისა და პრაქტიკული მეცადინეობების გადატანა, (სტოამტოლოგიის, ჯანდაცვის, ფარმაციის, რეაბილიტაციის ფაკულტეტებისთვის), რადგანაც პრაქტიკების გარეშე გამოცდაზე არ დაიშვებოდა სტუდენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციისგან და ლექტორატისგანაც ყველა გვპირდებოდა მოცემული შემოდგომის გამოცდების წარმართვას დისტანციურ რეჟიმში, აღმოვჩნდით მოტყუებულნი. სემესტრის დაწყებამდე 2 დღით ადრე გავიგეთ, რომ გამოცდები ჩატარდებოდა აუდიტორიებში, მიმდინარე სემესტრის პარალელურად, ამაზე სტუდენტებს გაგვიჩნდა პროტესტი, ვინაიდან შეიქმნა არათანასწორი გარემო. სტუდენტების ნაწილმა, ვინც მოასწრო პრაქტიკულების გავლა კონკრეტული გამოცდების ჩაბარება შეძლო დისტანციურ რეჟიმში, იმ ნაწილმა კი, ვინც ვერ მოასწრო უწევს კონტაქტურად, რაც თავის მხრივ არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს სტუდენტებს, ეს კი სრულიად მიუღებელია.

ამას ემატება ადმინისტრაციის მხრიდან ტყუილი დაპირებები. ამ ყველაფერს მოჰყვა პროტესტი, იყო შეხვედრა ადმინისტრაციასთან, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. ამ ეტაპზე გაკეთდა პეტიცია შეგროვდა ხელმოწერები, რომ განცხადება წარედგინოს რექტორს განსახილავად და გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად.

უნივერსიტეტი უნდა იყოს მორგებული სტუდენტებზე და არა პირიქით და უთანასწორობის განცდას არუნდა გვიტოვებდეს. ასევე, რექტორი არ უნდა იყენებდეს ბრძანებებსა და კანონს ინდივიდალური მიზნების განსახორციელებლად, რაც ამ შემთხვევაში მოხდა, როცა შემოდგომის სემესტრის საგნები რომელშიც დარჩენილი იყო გამოცდები, დათქმის საფუძველზე გადმოიტანა გაზაფხულის სემესტრში, თუმცა სტუდენტებთან შეუთანხმებლად. ეს ყოველივე მიუღებელია და ამიტომ ვაგრძელებთ პროტესტს, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფიდლება მივმართავთ უფრო რადიკალურ ზომებს”, – წერენ სტუდენტები წერილში.

რა ფორმატით განაახლებენ სწავლას 15 მარტიდან უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსიტეტების გადაწყვეტილება

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share