ფორუმელი Moor Posted 7 მარტი, 2021 Posted 7 მარტი, 2021 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ 7 მარტს განუცხადა, რომ პოლიციამ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის „უკანონოდ დაკავების მცდელობა“ აღკვეთა. უსაფრთხოების სამსახურმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ქართველი სამართალდამცველების მიერ ორი რუსი „მესაზღვრის“ დაკავების თაობაზე. „რადიო თავისუფლება“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა, რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული წარმომადგენელი მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეში შევიდნენ და ადგილობრივი ტრაქტორისტის, რომელიც მიწას ხნავდა, თვითნებურად დაკავებას შეეცადნენ. ინციდენტი წინ უძღოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდს, რომელიც 23-24 მარტსაა დაგეგმილი. გორის მუნიციპალიტეტის შერეულ ქართულ-ოსურ სოფელ ხურვალეთს, სამი მხრიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი აკრავს. ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესით სოფელმა განსაკუთრებით იზარალა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2008 წლის ომის შემდეგ, დაახლოებით 36 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა და საძოვრები, ასევე სოფლის სასაფლაო და რამდენიმე საოჯახო მეურნეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა