Jump to content
×
×
  • Create New...

ლებრონ ჯეიმსის გუნდისა და ანტეტოკუნმპოს ტრიუმფი


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩი ტრადიციულად სანახაობრივი გამოდგა.

მონაცემების კონკურსში (Skills Challenge) გამარჯვებული დომანტას საბონისი გახდა. “ინდიანა პეისერსის” ლიეტუველმა ცენტრმა ფინალში “ორლანდო მეჯიქის” მონტენეგროელ მაღალს, ნიკოლა ვუჩევიჩს აჯობა. ევროპული ფინალი დაძაბული გამოდგა, თუმცა დომასმა ტიტული დამსახურებულად მიიღო.

ჩატენვების კონკურის ნაკლებად გამორჩეული, მაგრამ მაინც სანახაობრივი იყო. ობი ტოპინსა და აფერნი სიმონს შორის რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. საბოლოოდ ტრეისი მაგრეიდის მაისურში გამოწყობილმა აფერნი სიმონსმა მოიგო.

სამქულიანების კონკურსი კი ყველა დროის (ერთ-ერთი) საუკეთესო სნაიპერის, სტეფ კარის გამარჯვებით დასრულდა. სტეფის მთავარი კონკურენტი მაიკ კონლი იყო, თუმცა “ოქროს ბიჭუნამ” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

მთავარი სანახაობა, გუნდების დაპირისპირება კი ლებრონ ჯეიმსის გუნდმა მოიგო. “მეფის” ბრწყინვალედ დაკომპლექტებულმა გუნდმა კევინ დურანტის ბიჭებს 170:150 მოუგო. დურანტმა ვერ ითამაშა, მას ვერც ჯოელ ემბიიდი და ბენ საიმონსი დაეხმარნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტოკუნმპო გახდა. ბერძენმა 35 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. სტეფ კარი, ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტეტოკუნმპო ერთ გუნდში იყვნენ…

გიორგი სანაძე

Euronews Georgia

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   314 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 314 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(15)
    • YandexBot(1)