Jump to content
×
×
  • Create New...

უნდა ვაიძულოთ თუ არა თანამედროვე ბავშვებს კითხვა და რატომ თვლის ანნა ვარგა, რომ „სკოლები მოძველდა“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Z თაობის (მოზარდები, რომელთა ასაკი ამჟამად 16 წელს არ აღემატება) შესახებ ბევრ ჩვენგანს სმენია. ეს ,,ციფრული“ ბავშვები მშობლებსა და მასწავლებლებში დიდ გაოცებას იწვევენ, ვინაიდან ისინი წიგნების ნაცვლად გაჯეტებს, რეალურის ნაცვლად კი, ვირტუალური ურთიერთობას ირჩევენ. გამოცდილი ფსიქოთერაპევტი ყვება, თუ როგორ ცხოვრობენ ახალი თაობის ბაშვები და რა ადგილი უჭირავს წიგნს თანამედროვე სამყაროში. ანნა ვარგა ხსნის, თუ რა იმალება ბავშვის სმარტფონსა და კომპიუტერზე დამოკიდებულების მიღმა.

წიგნი თანამედროვე სამყაროში

ბევრ მშობელს შვილთან კონტაქტის დაკარგვა და ურთიერთგაგების არარსებობა აღელვებს. თაობებს შორის განხეთქილება ახალი მოვლენა არაა, თუმცა თანამედრვე მოზარდები უცხოპლანეტელებს გვანან. ისინი კომპიუტერულ სამყაროში მთლიანად ჩაეფლნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ Z თაობის ბავშვები თავს ვირტუალურ სამყაროში, რეალურთან შედარებით უკეთ გრძნობენ.

ანნა ვარგას თქმით, მიზეზი კომუნიკაციის განსხვავებულ სისტემებში იმალება. მშობლებს ის ჯერ კიდევ ძველი აქვთ, თანამედროვე მოზარდებს კი ახალი. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთმა სისტემამ მეორე არა ერთხელ შეცვალა. ჩვენ ამ ბუნებრივი პროცესის შეცვლას ვერ შვძლებთ. იმის გამო, რომ ჩვენ დღეს ასეთი გლობალური ცვლილების დასაწყისში ვიმყოფებით, მასთან შეგუება ძალიან გვიჭირს.

ინფორმაციის გადაცემის ახალი ხერხი

ინფორმაციის გადაცემის ხერხი ადამიანების კულტურასა და მენტალიტეტზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, შუა საუკუნეებში კომუნიკაციისთვის მხოლოდ საუბარი და სმენა გამოიყენებოდა. იმ დროს ადამიანს მხოლოდ საუბრის გაგება სჭირდებოდა. გარდა ამისა, უძველეს დროში ადამიანს ბავშვობა არ ქონდა, ვინაიდან ხუთი წლის ასაკიდან ყველა მუშაობას იწყებდა და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა. ჩვენი ცნობიერიება სოციუმის მოწყობაზე ძალიან არის დამოკიდებული. როდესაც კაცობრიობაში კომუნიკაციის ახალი ხერხი ჩნდება, სამყარო იცვლება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ფასეულობები და მსოფლიოს აღქმა შუა საუკუნეების ადამიანებისგან რადიკალურად განსხვავდება.

,,ახლა კი, ბავშვები ინფორმაციას არა კითხვის, არამედ ყურების საშუალებით იღებენ. კითხვისას ჩვენ მიღებულ ინფორმაციას წარმოვიდგენთ. ვიდეოს ან სურათების ნახვისას კი ეს საჭირო აღარ არის. ამ დროს სიგნალი ტვინის სხვა ნაწილს მიეწოდება, ამიტომ აღქმა კარდინალურად განსხვავდება. ახალი საკომუნიკაციო კულტურა, რომელსაც Z თაობა იყენებს, სწორედ ასე წარმოიქმნა. ანნა ვარგას აზრით, არ არის საჭირო თანამედროვე ბავშვებს კითხვა ვაიძულოთ. ამგვარად, მათთან კონფლიქტის პროვოცირებას გამოვიწვევთ, რაც თაობებს შორის არსებულ განხეთქილებას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„ჩვენ იმ ფაქტს უნდა შევეგუოთ, რომ სამყარო შეიცვალა და მასში ახალი ადამიანები მოვიდნენ“, – ხსნის სპეციალისტი.

ბავშვები სხვადასხვა ეპოქაში

ბავშვობის ცნება საბეჭდი მანქანის გამოგონების შემდეგ გაჩნდა. ინფორმაციის მისაღებად წერა-კითხვის შესწავლა გახდა საჭირო. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ზოგმა ადამიანმა კითხვა ისწავლა, სხვებს კი საჭირო ინფრომაციასთან წვდომა არ ქონდათ. საჭირო გახდა ბავშვების აღზრდა და მათთვის საჭირო ცოდნის მიცემა. ეს მოვალეობა მშობლებს დაეკისრათ. თანდათანობით ,,კარგი და ცუდი ბავშვის“ ცნება გაჩნდა. კარგ ქცევასა და მიღწევებზე პატარას აჯილდოებდნენ, ცუდზე კი სჯიდნენ.

ახლა კი, ყველასათვის მიღებული სტანდარტები იმსხვერევა. თანამედროვე სამყაროში წიგნი ინფორმაციის მიღების მთავარ წაროს აღარ წარმოადგენს. ,,კარგი ბავშვის“ ცნებაც რადიკალურად შეიცვალა. მშობლები ვეღარ ხვდებიან რისი სწავლება ჯობს შვილებისთვის. წარმოსახვის ღირებულებამ თანდათან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მის ნაცვლად ბავშებს მზა ინფრომაციას აწვდიან, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მხედველობით აღქმას, კითხვისგან განსხვავებით, სწავლა არ სჭირდება. ამასთან, კაცობრიობის მიერ დაგროვებული ინფორმაციის მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ მისი მთლიანად დამახსოვრება შეუძლებელია.

რატომ მოძველდნენ სკოლები

ხშირად, მშობლები მოსწავლეების ყურადღების დეფიციტის სინდრომზე საუბრობენ. ამ დროს ბავშვებს თითქოს კონცენტრირება და დიდი მოცულობის ინფრომაციის აღქმა უჭირს. სინამდვილეში, სკოლები მოსწავლეებს ცოდნას საჭირო სახით არ აწვდიან. სამწუხაროდ, განათლების სისტემები თანამედროვე სამყაროს ცვლილებებსა და საზოგადოების ახალი ტიპს ძალიან ნელა ეგუებიან. ანნა ვარგა თვლის, რომ მოსწავლეები ზღვა მასალის ათვისებას უშედეგოდ ცდილობენ. სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ცდილობენ დროს მიყვნენ, ნოვატორულ მიდგომებს იყენებენ. ისინი წარმართავენ დისკუსიებს, ქმნიან სასწავლო თამაშებს, მოსწავლეებს ონლაინ რესურსებსა და საინტერესო საშიანაო დავალებებს სთავაზობენ. სპეციალისტის აზრით, ყურადღების დეფიციტის სინდრომი იმის გამო წარმოიქმნება, რომ თანამედროვე ბავშვები ორ სამყაროს შორის არიან მოქცეულნი.

ძველიდან ახალ სისტემაზე გადასვლა, როგორც მშობლებისთვის, ისე მათი შვილებისთვის არის რთული. სამყარომ ახალ თაობასთან შეგუება და მისი გაგება ჯერ ვერ მოასწარო. ანნა ვარგას აზრით, მშობელი, ნებისმიერ შემთხვევაში, შვილის მხარეს უნდა იყოს. თუ ბავშვს სკოლაში – მასწავლებელი, სახლში კი მშობელი ვერ უგებს, ის ყველანაირ მოტივაციას კარგავს და თავს სასოწარკვეთლად გრძნობს. წარმოიდგინეთ, რომ Z თაობის წარმომადგენლები უცხოპლანეტელები არიან და მათთან საერთო ენა უნდა გამონახოთ. ,,გახსოვდეთ, რომ თანამედროვე ბავშვები პროგრესის მამოძრავებლები არიან. ისინი ჩვენ კი არ უნდა შეგვეწყონ, არამედ ჩვენ მათ!“ – თვლის ანნა ვარგა.

მოამზადა თეა ინაშვილმა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   35 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 35 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(2)