Jump to content
×
×
  • Create New...

წარჩინებულ სტუდენტებს ახალციხის თვითმმართველობა 500-ლარიან ჯილდოს გადასცემს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საფუძველზე ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესი დაამტკიცა.

ფულადი საჩუქარი 500 ლარის ოდენობით, შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ  კრიტერიუმს:

არის საქართველოს მოქალაქე;

განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;

აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

 ფულადი საჩუქრის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
დ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.
3. ფულადი საჩუქარი ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).
4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი

წარმატებულ სტუდენტს ფულადი საჩუქარი გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. ფულადი საჩუქარი გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.

ფულადდი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   37 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 37 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(3)