Jump to content
×
×
  • Create New...

6 მარტს „ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

6 მარტს, 10:00 საათზე „ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ესეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება.

კონკურსის მონაწილეებს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და „ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი მიესალმებიან. ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ლომინაშვილი.

„ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებული ესსეების კონკურსი ტარდება თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“. კონკურსში მონაწილეობენ მე-11 – მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან და მის მიზანს წარმოადგენს, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება.

კონკურში რეგისტრირებულია 300-მდე მოსწავლე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებიდან. მათ აქვთ შესაძლებლობა ესსე დაწერონ როგორც ფიზიკურად: თბილისსა და ქუთაისში, ასევე, ონლაინ zoom-ის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი „ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ტარდება და გამარჯვებულიც, სიმბოლურად, 9 მაისს, „ევროპის დღეს” გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციაში გაიმართება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   310 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 309 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)
    • Sharp