Jump to content
×
×
  • Create New...

„ინტეგრირებული სწავლების ფარგლებში პედაგოგებს ვასწავლით რობოტების შექმნას“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მასწავლებლის სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ფიქრობს, რომ სასკოლო პროგრამები მოსწავლეების ინტერესებს სათანადოდ ვეღარ აკმაყოფილებს. რადგან ახლანდელ თაობას, რომელსაც უკვე შეუძლია ტექნოლოგიების გამოყენებით უზარმაზარი ინფორმაცია მიიღოს, მათსავე ინტერესებზე მორგებული მიდგომა სჭირდება.

ბერიკა შუკაკიძე აცხადებს, რომ თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, იგეგმება ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობა და ამ კუთხით, სხვადასხვა საგნების მასწავლებლების ერთ ჯგუფში გადამზადებაც. მეტიც, ის ამბობს, რომ სხვადასხვა საგნის პედაგოგები შეისწავლიან მაგალითად რობოტის აწყობას და ამ საქმეში, თითოეული პედაგოგი საკუთარი საგნის ცოდნას გამოიყენებს.

“ცალკე საგნებით სწავლება არის ღრმა წარსული. ეს არის გვიანი მე-19 საუკუნე, როცა ჯერ ფიზიკის გაკვეთილი მაქვს, 5 წუთის მერე უნდა შევიდე მათემატიკაზე, მერე მშობლიურ ენაზე, მერე კიდე სხვა რამეზე და ეს ბავშვი ტელევიზორი ხომ არ არის, რომ გადართო. „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა საგნის ინტეგრირებას მოითხოვს. ჩვენ გვინდა მასწავლებლების გადამზადებაც კი „ახალი სკოლის მოდელს“ რომ ავუწყოთ ფეხი, ჩვენ გვინდა გადავამზადოთ ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ისტის, მათემატიკის, გეოგრაფიის და ინგლისურის მასწავლებლები. ერთ ჯგუფებად დავსვამთ როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს, ვასწავლით რობოტების შექმნას, რაღაც რაღაცების შექმნას, ამ რობოტის შექმნაში ფიზიკას ეცოდინება ფიზიკის წვლილი რა იყო, გეოგრაფიას – გეოგრაფიის, ისტორიას – ისტორიის, ყველა საგნის ინტეგრირებას მოითხოვს ეს“,- განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

„ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას გულისხმობს, 2019 წლიდან მიმდინარეობს, პროექტი 2024 წლამდე გაგრძელდება და საბოლოოდ, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლას მოიცავს.

როგორც განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროში განმარტავენ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტი გულისხმობს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც ახალგაზრდებს 21-ე საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

60, 70 და 80 წელს მიღწეული პედაგოგები თავიანთი კოლეგების პროფესიულ განვითარებაში ჩაერთვებიან

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share