Jump to content
×
×
  • Create New...

რა წერია პარლამენტის განათლების კომიტეტის ანგარიშში – დოკუმენტი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში მოცემულია კომიტეტის სამუშაო მიზნები, ის კანონპროექტები, რომელიც კომიტეტმა სავალდებულოდ მიიჩნია და ასევე ის, რომელიც მიჩნეულ იქნა წამყვან კანონპროექტებად.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა ოცდაოთხი ნორმატიული აქტის აღსრულების თაობაზე.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 426 წერილზე.

დოკუმენტში საუბარია არაერთ რეკომენდაციაზე, რომელიც კომიტეტმა გასცა, თუმცა მათი შინაარსის, ან შესრულების დადასტურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

კომიტეტის ანგარიში

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share