Jump to content
×
×
  • Create New...

მომაკვდინებელი მახიდან ხელოვნების ძვირფას ნიმუშამდე


Recommended Posts

  • ფორუმელი

ჩრდილო-დასავლეთ უგანდაში, მერჩისონის ჩანჩქერის ეროვნულ პარკში, კონსერვაციონისტი ბიოლოგი ტუტილო მუდუმბა, მისი კოლეგები და უგანდის ველური ბუნების სამსახურის თანამშრომლები თვეში ორჯერ ცხოველებისთვის დაგებულ მახეებს ანადგურებენ. ბრაკონიერები ამ პარკში იმაზე უფრო მეტ არალეგალურ მახეს აგებენ ყოველ კვ. კმ-ზე, ვიდრე დედამიწის ნებისმიერ სხვა წერტილში.

ანტილოპებისთვის, აფრიკული კამეჩისა ან მეჭეჭებიანი ღორისთვის დაგებულ მახეში ხშირად ჟირაფები, სპილოები და სხვა ველური ცხოველები ებმებიან. პარკის ჩრდილოეთით არსებული სოფლები ყველაზე ღარიბულია უგანდაში, ამიტომ მახეების დაგება ხშირად გაჭირვებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკვების მოპოვების ხერხია. 2015 წლიდან National Geographic-ის მკვლევარი და არაკომერციული ორგანიზაციის Snares to Wares (“ხაფანგიდან ნაკეთობამდე“) თანადამფუძნებელი მუდუმბა ადგილობრივი თემის წევრებს ასაქმებს. ორგანიზაცია სოფლის მცხოვრებლებს მახეების მავთულებისგან ცხოველების ფიგურების დამზადებას ასწავლის. ახალი უნარების გამომუშავებასთან ერთად, ხელოსნებს ნაკეთობების გაყიდვით შემოსავალიც გაუჩნდათ. “საკვების ალტერნატიული წყაროს გარდა, ეს ადგილობრივების წახალისების საშუალებაცაა“, – ამბობს მუდუმბა. ორგანიზაცია 600 ოსტატს და ყოველ თვეში დაახლოებით 800 საზღვარგარეთ გაყიდულ სკულპტურას ითვლის.

MM9470_200911_0834-1024x576.jpg

მახეების აღმოჩენა

თითო გასვლაზე გუნდი ხშირად 200-მდე მახეს აგროვებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა პარკის ბინადარი ცხოველების სკულპტურებად გარდაქმნის.

The post მომაკვდინებელი მახიდან ხელოვნების ძვირფას ნიმუშამდე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   140 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 138 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(14)
    • Chrome(20)
    • Facebookexternalhit(5)
    • Googlebot(3)