Jump to content
×
×
  • Create New...

ღამის გასეირნება


Recommended Posts

  • ფორუმელი

რიცხვები:

30 ფოტოზე ნაჩვენები სლეკლაინის დაახლოებითი სიგრძე მეტრებში

300+ ქანების უძველესი შრეების წლოვანება, მილიონებში, კანიონლენდსის ეროვნული პარკი

2000+ თაღების რაოდენობა თაღების ეროვნულ პარკში

„რაც უფრო დიდ დროს დაჰყოფ ამ უდაბნოს კანიონებში, მით უფრო შეიგრძნობ უძველეს პუებლო ინდიელთა აქ ყოფნას“
— რენან ოზთურქი

კადრის დაჭერა:

სავსე მთვარის ფონზე ენდი ლუისის სილუეტის აღსაბეჭდად ოთხი თვე დაგვჭირდა. „საუკეთესო ტექნიკურმა შესაძლებლობებმაც კი ვერ გვიხსნა იქ დაბანაკებისა და გარემოზე დაკვირვების აუცილებლობისგან“, − ამბობს ფოტოგრაფი რენან ოზთურქი, რომელიც დაახლოებით ორი კილომეტრის დისტანციიდან აყენებდა კადრს, რათა  ლუისის „სლეკლაინზე“ (ჰაერში გაჭიმული ტროსი) გადასვლა გადაეღო. სულ 30 წამი მოგვეცა გადასაღებად, მაშინ, როდესაც მთვარე და ადამიანი იდეალურად განლაგდნენ ერთმანეთის მიმართ და ამინდიც შესაფერისი იყო.

ღამის სანახაობები:

მოაბიდან ერთი საათის სავალ გზაზე სამი სპეციალური „ბნელი ცის“ პარკია, სადაც ყველას, ვინც საკუთარი სახლიდან ირმის ნახტომს ვერ ხედავს (ამერიკელთა უმრავლესობა), შეუძლია წავიდეს და ცას დააკვირდეს. თაღების, კანიონლენდსის და დედ-ჰორს-პოინტის ეროვნულ პარკებში შეუიარაღებელი თვალით ათასობით ვარსკვლავი ჩანს, მაშინ, როდესაც ქალაქიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული შეიძლება მოჩანდეს. ვარსკვლავური სანახაობის შესანარჩუნებლად, მოაბში სინათლის დაბინძურებასთან დაკავშირებული განკარგულებები გაამკაცრეს.

დღის სანახაობები:

სახელმწიფოს კუთვნილი მიწებით გარემოცული იურული პერიოდის ქვიშის დიუნები ადგილობრივი  ჰავის ზემოქმედების გამო ფოლადისფერ ქარაფებად და შვერილებად იქცა. მოაბი იზიდავს თავგადასავალთა მაძიებლებს და ბუნების მოყვარულთ, ვისაც სურს შეიგრძნოს მკაცრი ბუნება. აქ შესაძლებელია პოპულარული სპორტით დაკავება  (რაფტინგი, ველოსპორტი, ალპინიზმი), ასევე, სპორტის ექსტრემალური სახეობებითაც, როგორიცაა (სლეკლაინი, ბეის-ჯამპინგი, პარაშუტით ხტომა). პარკებმა იზრუნეს, რომ ტერიტორია მაქსიმალურად ადაპტირებული ყოფილიყო სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

The post ღამის გასეირნება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share