Jump to content
×
×
  • Create New...

ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს?


Recommended Posts

  • ფორუმელი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ 9 მარტს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ტელევიზიით ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა. ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძესთან და მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის ახალგაზრდების დასჯის საკითხს განიხილავს.

ჩანაწერების თარიღი

ინტერვიუში ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ მისი და ბერა ივანიშვილის საუბარი, რომელიც გავრცელებულ „მოდელირებულ“ ჩანაწერში ისმის, 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისის არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ჯერ გაცხადებულიც კი არ ჰქონდა.

ჩუბინიძემ, ჩანაწერების 2016-2017 წლებში გაკეთების შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ სავარაუდო ვერსია უარყო და თქვა, რომ ეს იყო მცდელობა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე“ „დაედანაშაულებინათ რაღაც აბსურდულ ბრალდებაში, რომ [ისინი] დასდევენ და ავიწროებენ ახალგაზრდებს“.

ანზორ ჩუბინიძის თქმით, იმ დროს, როდესაც ბერა ივანიშვილის მისამართით „მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები“ გავრცელდა, იგი ივანიშვილების ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო და საქმეში ჩართვა მის „პირდაპირ მოვალეობას“ წარმოადგენდა. შესაბამისად, მან მუქარის უკან მდგომი პირების „იდენტიფიცირება“ შეძლო და „აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი“.

ახალგაზრდების, მშობლების მოძიება

ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, რომ ამის შემდეგ იგი ერთ-ერთი ახალგაზრდის მშობელს დაუკავშირდა, რომელიც „აღმოჩნდა ადეკვატური კარგად გაიგო შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო პოზიტიურად“ და იმ ახალგაზრდასთან დააკავშირა, რომელიც „ძირითადად ავრცელებდა ამ [მუქარის შემცველ] პოსტებს“.

ჩუბინიძის თქმით, იმის გამო, რომ ახალგაზრდა სახლში მარტო აღმოჩნდა, მასთან საუბრის პროცესში მეზობელი ჩაერთვნენ, რათა მისთვის კეთილსაიმედო გარემო შეექმნა. მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მუქარას მომავალში რაიმე ქმედითი გაგრძელება არ ექნებოდა, ახალგაზრდასთან საუბარი დაასრულა და ადგილი დატოვა.

„სად არის შემდგარი დანაშაული? ვინ არის დაზარალებული?“, – იკითხა ჩუბინიძემ და დაამატა, რომ „დანაშაული არის [ჩანაწერების] უკანონოდ მოპოვება, შენახვა, შემდეგ მისი მოდელირება და გავრცელება“.

ამბის წინაისტორია

იმ დროს, როდესაც ჩანაწერების ავთენტურობა და დრო ჯერ კიდევ საკამათოა, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე თქვა, რომ ისინი 2010 წლის საუბრების „ფაბრიკაციაა“. ჩანაწერების რამდენიმე დეტალზე დაყრდნობით, „ტელეკომპანია პირველმა“ და რამდენიმე მედიასაშუალებამ ივარაუდა, რომ ჩანაწერის თარიღი, შესაძლოა, 2016-2017 წლები ყოფილიყო.

6 მარტს, „ტელეკომპანია პირველმა“ ანზორ ჩუბინიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, სადაც იგი ჩანაწერების ავთენტურობას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ბერა ივანიშვილთან მსგავსი შინაარსის საუბარს ვერ იხსენებს.

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება 9 მარტს „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ დაიწყო და განმარტა, რომ მათი „ავთენტურობის დადგენის მიზნით“ დაინიშნება ექსპერტიზებიც.

ასევე წაიკითხეთ: 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ფარული ჩანაწერების  უცხოური გამოცდილება  როგორია?

საინტერესო  იქნებოდა, ერთი  თემა  მიეძღვნას  და  იქ  გავიხსენოთ,

რა  ქვეყნდება  და  რა  რეაქციები  მოსდევს.

ასანჟის  შემდეგ  ავსტრიის  იბიცას სკანდალი  გამახსენდა. მეტი მსგავსი  თემა  მე  არ  ვიცი. 

არად  მაინტერესებს. :?  :D

Share on other sites

  • ფორუმელი

@zamzumi

იბიცაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგა ხო?

ძირითადად ყველგან ერთნაირი სტანდარტია

დაუშვებლად იქნება ცნობილი უკანონოდ  მოპოვებული მტკიცებულებები, ანუ სასამართლოში ეგ არ გამოდგება, მაგრამ თუ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შეიძლება მოხდეს გადამოწმება და ახალი მტკიცებულებების მოძიება. ან შეიძლება დაიწყოს გამოძიება უკანონოდ მოპოვებაზე და მარე გადაკვალიფიცირდეს. 

დაიწყებოდა გამოძიება უკანონო თვალთვალზე და ინფორმაციის მოპოვებაზე. 

პოლიტიკური პირის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმის მიუხედავად, კანონიერია თუ არა ჩანაწერი. მაგ, ღარიბა გასაგდებია, ბავშვების ბულინგით და ფსიქოლოგიური ტერორით რომ ერთობა თუნდაც მხოლოდ მაგის გამო.

@Say_or იურისტი გვჭირდება :hi:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Moor said:

იბიცაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგა ხო?

დიახ,  დადგა.  თუმცა  ამბები  ჯერ  არ  დამთავრებულა.

ავსტრიის  ტელევიზიის  გუშინდელი  ახალი  ამბების  მიხედვით  ახლა  გადასცეს

მაგ ვიდეოს  ჩამწერი პირი, ხოლო  კანცლერი და ის დეპუტატი (გვარი  აღარ  მახსოვს*

მესიჯებში დღემდე  აგინებენ  ერთმანეთს.

საინტერესო  უფრო  ის  მგონია,  რა  შედეგებიც არჩევნების  შემდეგ  დადგა.

რომელი ფრთა  ჩამოშორდა  ხელისუფლებას  და  რომელი  გაძლიერდა.

Share on other sites

1 საათის წინ, zamzumi said:

ფარული ჩანაწერების  უცხოური გამოცდილება  როგორია?

საინტერესო  იქნებოდა, ერთი  თემა  მიეძღვნას  და  იქ  გავიხსენოთ,

რა  ქვეყნდება  და  რა  რეაქციები  მოსდევს.

ასანჟის  შემდეგ  ავსტრიის  იბიცას სკანდალი  გამახსენდა. მეტი მსგავსი  თემა  მე  არ  ვიცი. 

არად  მაინტერესებს. :?  :D

ასანჟი საერთოდ რა შუაშია ჩვენს მაგალითთან?

Share on other sites

  • ფორუმელი

ტელეკომპანია „იმედმა“ 9 მარტს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟთან, ბერა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გადმოსცა. ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ტელევიზიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების ნამდვილობა არ უარყო და თქვა, რომ საუბარი 2011 წლის ზაფხულშია ჩაწერილი. ბერა ივანიშვილს მისი ოჯახისა და დედის შეურაცხყოფისთვის ახალგაზრდების დასჯის განზრახვის გამო სინანული არ გამოუხატავს.

„მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“, – მან და დაამატა – „ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი მაჩვენებს, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“.

ეს ბერა ივანიშვილის პირველი გამოხმაურება იყო ფარულ ჩანაწერებზე, რომლებშიც ისმის, რომ იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დამცირებას, დაშინებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ჩანაწერების მიხედვით, იგი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

ბერა ივანიშვილის მტკიცებით, ჩანაწერი 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრეა გაკეთებული. მისივე თქმით, ის და მისი არასრულწლოვანი თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში მასობრივი შეურაცხმყოფელი თავდასხმის ობიექტები იყვნენ.

მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ოჯახის დაცვის სამსახურს აცნობეს, რომელსაც მაშიც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც „ყველა კანონის, ეთიკისა, თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები“.

„იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, ამ სუბარს ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები“, – განმარტა ბერა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“.

ბერა ივანიშვილის თქმით, ჩანაწერების მიზანი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გაკეთდა, ივანიშვილების ოჯახის „პროვოკაციაზე წამოგება“ იყო. მანვე ყოფილი ხელისუფლება „ტოტალურ, უკანონო“ მოსმენებშიც დაადანაშაულა.

„ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უსმენს მის პრემიერ-მინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თარიღი არ იცის, როდის გვისმენს“, – თქვა ბერა ივანიშვილმა.

ამბის წინაისტორია

გუშინვე, ბერა ივანიშვილის ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე, ტელეკომპანია „იმედმა“ მაყურებელს სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძესთან ინტერვიუც შესთავაზა, სადაც იგი ამბობს, რომ გავრცელებულ „მოდელირებულ“ ჩანაწერში წარმოდგენილი საუბარი, 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისის არის, როდესაც ბერა ივანიშვილის მისამართით „მუქარის შემცველი და პროვოკაციული განცხადებები“ გავრცელდა.

მანვე აღნიშნა, რომ იგი სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის უკან მდგომი ახალგაზრდების ჯგუფიდან ერთ-ერთს, მეზობლების თანდასწრებით, „კეთილსაიმედო“ გარემოში ესაუბრა და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მუქარას მომავალში რაიმე ქმედითი გაგრძელება არ ექნებოდა, მასთან საუბარი დაასრულა და ადგილი დატოვა.

„ტელეკომპანია პირველმა“ ფარული ჩანაწერები 6 მარტს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი, შესაძლოა 2016-2017 წლების ყოფილიყო. ამის ერთ-ერთ წინაპირობად ტელეკომპანიამ ჩანაწერის რამდენიმე დეტალი დაასახელა, მათ შორის არის ერთ-ერთი პირის ასაკი, რომელსაც ანზორ ჩუბინიძემ მიაკითხა. აგრეთვე, ჩანაწერში ისმის, რომ ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს იმ მინისტრებზე ესაუბრება, რომლებიც მას ურეკავენ.

ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება 9 მარტს „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ დაიწყო. მმართველი გუნდის წევრების მტკიცებით, ჩანაწერებიდან ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

4 საათის წინ, Moor said:

დაუშვებლად იქნება ცნობილი უკანონოდ  მოპოვებული მტკიცებულებები, ანუ სასამართლოში ეგ არ გამოდგება, მაგრამ თუ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შეიძლება მოხდეს გადამოწმება და ახალი მტკიცებულებების მოძიება. ან შეიძლება დაიწყოს გამოძიება უკანონოდ მოპოვებაზე და მარე გადაკვალიფიცირდეს. 

დაიწყებოდა გამოძიება უკანონო თვალთვალზე და ინფორმაციის მოპოვებაზე. 

 

მშვენივრად ჩამოაყალიბეთ სენიორ :smoking:

ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ ))

სამოქალაქო სამართალწარმოებაში ფარული ჩანაწერის (ისე რომ ჩაწერილი მხარე არ არის ამაზე საქმის კურსში)

გამოყენება, როგორც მტკიცებულების,  დაუშვებელია - ანუ ესეთი მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა და

არ გაითვალისწინება.

რაც შეეხება სისხლის სამართლას - აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე,

ფარული ჩანაწერი რამდენიმე დანაშაულის შემადგენელი ნაწილია - პირადი ცვხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის,

პირადი საიდუმლოების ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს ხელყოფის და პირადი მიმოწერის ხელყოფის.

მოკლედ თუ პირად სფეროში ხდება ფარული მიყურადებით შეღწევა - პრობლემაა. მაგრამ კანონი ადგენს მშვენიერ გამონაკლის, თუ

ეს ფარული ჩანაწერი პირმა ნებაყოფლობით გადასცა სამართალდამცავებს და თან გადაცემული მასალები

შეიცავენ ინფორმაციის დანაშაულის შესახებ (სხვა, ჩაწერილი პირის მაგალითად), მაშინ ასეთი ფარული ჩანაწერებისთის ფარული

ჩანაწერების შემდეგენი პირი აღარ მიეცემა პასუხისგებაში :დ

 

ან თუ პირი ფარულ ჩანაწერს მის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედების ფიქსაციისთვის აკეთებს - მუქარის, ძალადობის 

და ა.შ. ამ შემთხვევაშიც არაა პრობლემა.

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Moor said:

ეს ბერა ივანიშვილის პირველი გამოხმაურება იყო ფარულ ჩანაწერებზე,

ჩემი  აზრით  არ იყო  საჭირო ეგ გამოხმაურება.

კიდევ ერთხელ ააგდეს და ავარდა.

თანაც უკვე დაანონსებულია  სხვა  ვიდეოების  გასაჯაროება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   280 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 279 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Facebookexternalhit(1)
    • YandexBot(3)
    • t-90