Guest Georgia Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 თბილისური “ბაბლი” ილიას ზუროსის გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. საქართველოს ნაკრები სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებთან დამარცხდა, თუმცა ფინეთთან მატჩში ქართველებს ბევრი კარგი მონაკვეთი ჰქონდათ. მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19 ქულის სხვაობით მოიგო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ 70:78 დამარცხდა. ბოლო ორ შეხვედრაში მარცხის შედეგად საქართველო ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მასპინძელს ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული აქვს, ამიტომაც საკვალიფიკაციო ეტაპი ილიას ზუროსის გუნდისთვის მოსამზადებელი პროცესი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპი ნაკრებმა 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. სერბეთთან მატჩში საქართველოს ახალი ლეგიონერი, კონერ ფრენკამპი ეხმარებოდა, თუმცა მან მესამე პერიოდში ტრავმა მიიღო და გუნდს ფინეთთან მატჩშიც ვერ დაეხმარა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, მანუჩარ მარკოიშვილის თქმით, ფრენკამპის ტრავმა მძიმე არ არის. “რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ კონერმა ტრავმა მიიღო და ფინეთთან თამაში ვერ შეძლო, თუმცა, საბედნიეროდ, მისი დაზიანება მძიმე არ არის და იგი მალე დაუბრუნდება პარკეტს. ვფიქრობ, რომ მომავალში კონერი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება”, – ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი. 2022 წლის ევრობასკეტი სექტემბერში გაიმართება. თბილისში ჯგუფურ ეტაპს ევროპული სტანდარტების ახალი არენა უმასპინძლებს. გიორგი სანაძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა