Guest Georgia Posted 25 თებერვალი, 2021 Posted 25 თებერვალი, 2021 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში “რეალ მადრიდი” “ატალანტას” ეწვია და 1:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი სწორედ პირველ ნახევარში იყო. მე-17 წუთზე არბიტრმა ფერლან მენდის წინააღმდეგ უხეშობისთვის რემო ფროილერი გააძევა, შესაბამისად, იტალიელები თითქმის მთელი მატჩის ჩატარება 10-კაციანი შემადგენლობით მოუხდათ. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. “ატალანტას” კარი 86-ე წუთზე ფერლან მენდიმ აიღო. პარალელურად მიმდინარეობდა “ბორუსია მიონხენგლდბახისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება, რომელიც “სიტის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა. განმეორებითი მატჩები 17 მარტს გაიმართება. გიორგი სანაძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა