Jump to content
×
×
  • Create New...

ჩახოხბილი


Recommended Posts

  • ფორუმელი

ბოდდიში, ხოხობი არ იქნება

დღეს ვაკეთებთ ქათმის ჩახოხბილს

საჭირო მასალა: 1 ცალი ქათამი, 400 გ ხახვი, 1 კბ. ნიორი, 1 კგ. პომიდორი, 4 ცალი ტკბილი წიწაკა, 3 ცალი კვერცხი, 100 გ კარაქი, 1 კონა ქინძი, 1 კონა  ოხრახუში და და 1 კონა რეჰანი, მარილი გემოვნებით, მწვანე წიწაკაც გემვნებით.

მერე რა ხდება: ქათმუკას ვჭრით და ცხიმთან და ხახვთან ერთად ვშუშავთ. როდესაც კარგად მოიშუშება და დარბილდება, დავუმატოთ კანგაცლილი, დაჭყლეტილი პამიდორი და განვაგრძოთ მზადება. 10 წუთის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა. როდესაც წიწაკა დარბილდება,  ჩახოხბილს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანილი მარილი, მწვანე წიწაკა და მოვასხათ ეს გათქვეფილი კვერცხი. ქვაბს ამოვურიოთ და რამდენიმე  წუთში გადმოვდგათ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Dude ფოტო დადე, მორიგ სიმახინჯეს გამაკეთებინებს ეს იუზერი ვატყობ მე! 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Dude said:

10 წუთის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა. როდესაც წიწაკა დარბილდება,  ჩახოხბილს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანილი მარილი, მწვანე წიწაკა და მოვასხათ ეს გათქვეფილი კვერცხი. ქვაბს ამოვურიოთ და რამდენიმე  წუთში გადმოვდგათ.

 

ანუ პაპრიკა? იგივე ბულგარული? სხვა ენაზე წერთ ყმაწვილო რეცეპტს! 

წითელი ქათამია ჩახოხბილი? ასე გამოდის :scared:

სუპის კონსისტენცია ამას ვერ ექნება ანუ სოუსივითაა? 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan  მე რაც ვჭამე, იმის ფოტოს ვეღარ დავდებ :P 

ესე გამოიყურება დაახლოებით. სხვანაირი ვარიაციებიცაა

chaxoxbili.thumb.jpg.2f6cece529c559241442cad385ab9d60.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი

@Dude ოკ ანუ სუპივით მაინც შემიძლია გავაკეთო. ერთი პომიდორი და პაპრიკაა ამ ჩახოხბილში ჩიხირთმისგან განსხვავებული ინგრედიენტი ;(

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   311 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 311 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(2)