Jump to content
×
×
  • Create New...

ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ელენე ხოშტარიამ ხელი საერთო მანიფესტს მოაწერეს - სავარაუდო საარჩევნო ბლოკი?


Guest Genetic Miracle
 Share

Recommended Posts

Guest Genetic Miracle

ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ელენე ხოშტარიამ საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს საერთო მანიფესტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინიცირებულია. 

ინიციატორების ცნობით, მანიფესტის მიზანია შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. 

ხელმომწერების აღნიშნავენ, რომ შემდეგში ვნახავთ, თუ რაში გადაიზრდება ეს ურთიერთობა. ელენე ხოშტარიას თქმით, რა თქმა უნდა, გარკვეული კომბინაციები იქნება.

"ეს არის ერთად საქმის კეთების ინიციატივა. ჩემი ამოცანა, რომ ყველა მნიშვნელოვან ინიციატივაზე ვითანამშრომლო პარტიებთან, სადაც არის საერთო იდეები, საერთო მიზნები. რა თქმა უნდა, გარკვეული კომბინაციები იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ კოალიციური მთავრობის ფაზაში". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

"ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, სიმპატიებს რომ არ იწვევდნენ ჩემში ეს პოლიტიკური ძალები, აქ არ ვიქნებოდი და არ მოვაწერდი ამ დოკუმენტს ხელს". – ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share