Jump to content
×
×
  • Create New...

ერგნეთში IPRM-ის 98-ე შეხვედრა გაიმართა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 5 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 98-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ერგნეთის შეხვედრების ფასილიტატორია, განაცხადა, რომ თბილისისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა „კონსტრუქციულ გარემოში“ რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი, ჩორჩანა-წნენილის მიდამოებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, პანდემიის გამოწვევები და მოქალაეთა დაკავებების შემთხვევები.

შეხვედრის ფასილიტატორებმა – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერმა „კიდევ ერთხელ გამოხატეს სერიოზული შეშფოთება კონფლიქტით დაზარალებული მოსაახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების გაღრმავების თაობაზე, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის უარყოფითი ზემოქმედებით და გამშვები პუნქტების ჩაკეტვითაა გამოწვეული“.

შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ თბილისმა თვითნებურად დაკავებული საქართველოს მოქალაქეების „უპირობო გათავისუფლება“ მოითხოვა. მისივე თქმით, ცხინვალის წარმომადგენლები ამ თემაზე კონსულტაციების გაგრძელებას დათანხმდნენ, თუმცა „კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით საუბარი გაგვიჭირდება“.

ცხინვალის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ისინი ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში ქართული საპოლიციო საგუშაგოს საკითხის, ასევე გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების განხილვას გეგმავდნენ.

ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს დაიგეგმა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share