Jump to content
×
×
  • Create New...

ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე დააკავეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა 4 მარტს სოხუმში დააკავეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

აფხაზეთის პოლიციას დაკავების ფაქტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, ავიძბას მხარდამჭერები და ნათესავები კი, გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას იმ ბრალდებებს უკავშირებენ, რომ თითქოს წარსულში დონბასში მებრძოლ ავიძბა აფხაზეთში დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან უკანონოდ შეიარაღებული პირები შემოჰყვნენ. ავიძბას მომხრეთა თქმით, „უშიშროების სამსახურმა“ ეს პირებიც დააკავა.

იმ დროს, როდესაც ავიძბას სოხუმის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობდა, „ტელეგრამის“ აფხაზურმა არხმა – Amra-life-მა განაცხადა, რომ სამართალდამცველები შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მომზადების მტკიცებულებას ეძებდნენ.

სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, არხი ასევე იტყობინებოდა, რომ „ჩხრეკისას ახრას სახლში იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩინეს“.

რამდენიმე დღის წინ, ავიძბამ ახალი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განაცხადა, რომელიც სამომავლოდ პოლიტიკურ პარტიად უნდა ქცეულიყო.

ახრა ავიძნა 2014 წელს დონეცკში ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მას მეტსახელად „აფხაზი“ შეარქვეს.

მისმა სახელმა სოხუმში 2020 წლის იანვრის არეულობების დროსაც გაიჟღერა, რის შედეგადაც ყოფილმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. ავიძბა ოპოზიციის მხარდამჭერების ჯგუფს უძღვებოდა, რომელმაც 9 იანვარს ხაჯიმბას „რეზიდენცია“ შტურმით აიღო.

35 წლის ავიძბა ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტის“ თანაშემწედ 2020 წლის ივნისში დაინიშნა, თუმცა დაახლოებით ექვს თვეში, მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც „საერთო საქმეში რწმენა დაკარგა“.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share