Jump to content
×
×
  • Create New...

უკრაინელი „რკინიგზის ქალბატონები“

Recommended Posts

  • ფორუმელი

უკრაინელი მესიგნალე ოფიცრები მატარებლების დაუბრკოლებელ გადაადგილებასა და მემანქანეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

საშა მასლოვი ბავშვობაში მატარებლით მგზავრობის დროს ფანჯრიდან პატარა სახლის გვერდზე მდგომ ყვითელდროშიან ქალბატონებს ხედავდა. 

11-1-752x1024.jpgსაბჭოთა დროიდან მოყოლებული, მესიგნალეებად მხოლოდ ქალები მუშაობდნენ. ახლა, როდესაც სამსახური გენდერის მიხედვით აღარ ნაწილდება, მათ მამაკაცებიც შეუერთდნენ.

თავის პორტრეტების სერიაში მასლოვი მათ “უკრაინელ რკინიგზის ქალბატონებს“ უწოდებს. უკრაინაში მათ ისეთივე კულტურული მნიშვნელობა აქვთ, როგორც თავად რკინიგზას. მესიგნალეების დანიშნულება მოახლოებული მატარებლის მემანქანისთვის დროშის მეშვეობით შეტყობინების გადაცემაა. დაკეცილი ყვითელი დროშა თავისუფალ გზას ნიშნავს. წითელი დროშა ან ცაში გასროლილი შაშხანა კი სვლის სრულად შეჩერებაზე მიუთითებს გზაზე არსებული დაბრკოლების გამო.

სარკინიგზო ოფიცრობის ზოგიერთი ასპექტი იცვლება. მათ რიგებში უკვე მამაკაცებსაც შეხვდებით, უკრაინის რკინიგზის სააგენტო კი ცდილობს ამ არამიმზიდველ, მაგრამ სტაბილურ სამსახურში უფრო მეტი ახალგაზრდა მიიზიდოს.

მაღალსიჩქარიანი მატარებლებისა და ავტომატიზებული გადასასვლელების სამყაროში რკინიგზის ოფიცრებს მატარებლებზე უფრო ხშირად ავტომობილის მძღოლების გაფრთხილება მოუწევთ. “უკრაინელები არ არიან კანონმორჩილნი, – ამბობს მასლოვი, – გზაზე მეთვალყურის არარსებობის შემთხვევაში, ადამიანები ბარიერების შემოვლით ეცდებიან ლიანდაგების გადაკვეთას“.

  • STOCK_MJ8829_20190630-331-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MJ8829_20181121_0381-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MJ8829_20190801-278-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მატარებლების ჩამოდგომებს შორის ნატალია იურიევნა პილიპენკოს დრო ეზოს მოვლაში გაჰყავს. რელსების გვერდით მდებარე ეს სახლი უკრაინის რკინიგზის საკუთრებაა.

კონონივკა, 113-ე კმ, ერთ-ერთია მრავალი სადგურიდან, რომლებიც თავიანთი სახელით და დედაქალაქიდან სიშორით არიან ცნობილნი.

ყველა სახლი თავისებურია, საერთო მათ მხოლოდ პატარა ზომა და რელსებთან სიახლოვე აქვთ. მესიგნალეების ცხოვრება მატარებლების განრიგით განისაზღვრება.

გააზიარეთ ფოტო

აქ ცხოვრება სამონასტრო ყოფას მოგაგონებთ. ლიანდაგებისა და მატარებლების მეთვალყურეობის გარდა, მესიგნალეებს დღის განმავლობაში დოკუმენტების შევსება, ეზოების მოვლა და სახლის საქმეების კეთებაც უწევთ.

STOCK_MJ8829_20190807_Vapnyarka-133-1024 უკრაინის ფერად სარკინიგზო სადგურებს დიდი კულტურული მნიშვნელობა აქვთ.

The post უკრაინელი „რკინიგზის ქალბატონები“ appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share