ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 რას იზამდით, როგორ იცხოვრებდით? ყველაზე წვრილმანებიდან დაწყებული, ყველაზე მსხვილმანებით დამთავრებული, ჩამოწერეთ ყველაფერი. ზოგი ძალიან სერიოზულ და საჭირო მიგნებებამდეც შეიძლებ მიიყვნოს ამ კითხვაზე ჩაღრმავებული პასუხის გაცემამ, ასე რომ არ დაიზაროთ ჩემი პასუხი იხილეთ სპოილერში: Spoiler თბილისის ცენტრში ვიყიდიდი ან ავაშენებდი კორპუსს, რომელშიც ჩემს მეგობრებს დავურიგებდი ბინებს. რა თქმა უნდა სახლს ექნებოდა ავტოსადგომი, სპორტდარბაზი (უბრალოდ სტანდარტული სატრენაჟორო არა, ამასთან დაკავშირებით ბევრი იდეა მაქვს), დახურული აუზი, ტირი, პროდუქტების მაღაზია, ბავშვების გასართობი სპეციალური სივრცე. დაცვაც იქნებოდა და დაცვის თანამშრომლებიც იქვე იცხოვრებდნენ. მეც მექნებოდა იქ ბინა თავისთავად. საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას (გააჩნია სად რა მოდის) ვიყიდიდი მიწის ნაკვეთებს, სადაც სპეციალურად ჩემთვის და ჩემიანებისთვის მოიყვანდნენ საკვებ მცენარეულობას. ამ ნაკვეთებზე ნიადაგს მიკროელემენტებით გავამდიდრებდი (რომლებსაც თანამედროვე სასუქები არ შეიცავს და ამიტომ საჭმლის კვებით ღირებულება მუდმივად მცირდება). ასევე მექნებოდა ცხოველთა ფერმებიც, სადაც ჰორმონების, პრემიქსის და ანტიბიოტიკების გარეშე გამოზრდიდნენ ყველაფერს. შევიძენდი ყველანაირ საჭირო სალაშქრო და სავარჯიშო ინვენტარს, ასევე სანადირო და მოკლელულიან იარაღს. ბუნებრივია ჩემს ოჯახს და სანათესაოს უზრუნველვყოფდი ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით. ძალიან არ გავანებივრებდი. სოფლის სახლსაც გავარემონტებდი სერიოზულად. თბილისთან ახლოს სადმე (მაგ. კოჯორ-ტაბახმელისკენ) ვიყიდიდი დიდ ნაკვეთს, სადაც სერიოზულ სახლს ავაშენებდი. სახლის გარშემო რამდენიმე კილომეტრზე სულ ჩემი მიწა იქნებოდა, ამიტომ ვერავინ ვერაფერს ააშენებდა. სახლის ღობესა და ნაკვეთის გარე ღობეს შორის უღრანი ტყე იქნებოდა. სასროლეთსაც მოვაწყობდი ამ ტერიტორიაზე (კანონის ყველა მითითების დაცვით). როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ისევე დასავლეთ საქართველოს მთაში ავიშენებდი სახლებს, ასევე სადმე ზღვაზე (თავისი პლაჟის მონაკვეთიც ექნებოდა). მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებშიც შეიძლება, სადაც მომეწონებოდა. შევქმნიდი დაცვის სამსახურს, რომლის მიზანიც მოგების მიღება კი არ იქნებოდა, არამედ ჯანსაღ და ძლიერ მოქალაქეთა პოპულაციის ჩამოყალიბება. მორიგეობები რვასაათიანი ექნებოდათ და არა 24 ან 12 საათიანები. საერთო ჯამშიც ნაკლები სამჯშაო დრო გამოუვიდოდათ, სამაგიეროდ ვარჯიშის სავალდებულო საათები ექნებოდათ ბლომად. ფიზიკური კონდიციები, იარაღის ხმარება, სხვადასხვა სიტუაციაში მოქმედების ტაქტიკა, მანქანის ტარება, უიარაღოდ ჩხუბი, ტყეში გაგნება-თვითგადარჩენა და ა. შ. შევქმნიდი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიას, რომლის მთავარი მიზანიც მოსახლეობისთვის ხარისხიანი, გემოვნებიანი, სადა პროდუქციის მიწოდება ინქებოდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად. გავხსნიდი სპორტულ პრომოუშენს, რომელიც UFC-ს ჩახდიდა. აქ ვრცლად არ დავწერ, მაგრამ მგონი საინტერესო კონცეფცია მაქვს. ელიავას ტერიტორიას ვიყიდიდი (როგორც ვიცი ერთი კაცის საკუთრებაა) და ბაზრობას ავაცმევინებდი. უღრან პარკს გავაშენებდი შუაში სავარჯიშო მოედნით. მსგავსი ბედი ეწეოდა აგლაძის ქუჩას თავისი საამქროებით და სამშენებლო მაღაზიებით. ასევე მექნებოდა კუნძულ(ებ)ი, მცურავი (ხელოვნური) კუნძულ(ებ)ი, ნეიტრალური კონტინენტური ტერიტორიები ან წყალქვეშა დასახლება, სადაც არცერთი სახელმწიფოს იურისდიქცია არ გავრცელდებოდა და მე ვიქნებოდი სრული ბატონ-პატრონი. რამდენიმე ასეულ ან სულაც ათასეულ კაცს დავასახლებდი და საინტერესო სოციალურ ექსპერიმენტებს ჩავატარებდი. წარმატებული ექსპერიმენტებისთვის შეიძლება სერიოზული გაგრძელება და განვითარებაც მიმეცა. ყველზე საეჭვო პუნქტი, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ: მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შევაგროვებდი გოგონებს, უმწიკვლოდ გავზრდიდი და ყველას მინიმუმ ერთ ბავშვს გავაჩენინებდი. მერე თავისუფლები იქნებოდნენ, წასვლა შეეძლებოდათ და რამე პენსიასაც დავუნიშნავდი, ოღონდ ბავშვებს მე აღვზრდიდი. სურვილის შემთხვევაში დარჩენაც არ იქნებოდა პრობლემა. არ ვიცი რამდენად განვახორციელებ, თუნდაც ახლავე ჩამივარდეს მილიარდები ხელში. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 ჯერ სამაგიეროების გადახდას შევუდგებოდი, თუ ვინმეს კარგი აქვს გაკეთებული კარგს გავუკეთებდი, თუ ვინმეს ცუდი ცუდს. ვიმოგზაურებდი, ვიმოგზაურებდი და ვიმოგზაურებდი. უბრალოდ ჩავიცვამდი და დავიხურავდი.ეს ზუსტად ვიცი. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 19 დეკემბერი, 2020 Author Posted 19 დეკემბერი, 2020 (შესწორებული) ონლაინ, iaiameri said: ვიმოგზაურებდი, ვიმოგზაურებდი და ვიმოგზაურებდი მეც. იმდენად თავისთავად იგულისხმებოდასავით, აღარ დამიწერია Edited 19 დეკემბერი, 2020 by დათვების მეგობარი დავხვეწე ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 19 დეკემბერი, 2020 Author Posted 19 დეკემბერი, 2020 @iaiameri განა რამდენს ჩაიცვამ და იმოგზაურებ? სხვა რას იზამდი? რა საქმიანობას აირჩევდი, რა ჰობის? მუდმივი საცხოვრებელი გექნებოდა სადმე თუ სულ გზაში იქნებოდი? ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 1 minute წინ, დათვების მეგობარი said: @iaiameri განა რამდენს ჩაიცვამ და იმოგზაურებ? სხვა რას იზამდი? რა საქმიანობას აირჩევდი, რა ჰობის? მუდმივი საცხოვრებელი გექნებოდა სადმე თუ სულ გზაში იქნებოდი? ნუ, ქართულს ყველაფერს დავაპატენტებდი, ქართულ ვიკიპედიას დავაფინანსებდი, ქართველი ავტორების წიგნებს ვთარგმნიდი და გამოვფენდი, ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენებს მოვაწყობდი, ქართველ გოგო- ბიჭებს სწავლის ფულს გადავუხდიდი, ოღონდ საქართველოს უნივერსიტეტებში არა, ევროპა, იაპონია, ამერიკა, კორეა. სოფლებს ავაშენებდი, თანამედროვეს და კოხტებს, ძველი თბილისის გარდა ყველაფერს დავანგრევდი, ერთ გენგეგმას გავაკეთებდი და თავიდან ავაშენებდი. მარა ფული არ მეყოფოდა რა. ცოტა მეტი მომე. Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 მუდმივი საცხოვრებელი ალბათ აღარ, გადავეჩვიე. ერთი სახლუკა სადმე კუნძულებზე, ერთიც სადმე მთაში. 60-70 კვ.მ მეყოფა. Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 ვისეირნებდი კუნძულებსა და მთებს შორის.დდდ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი დიშ ბანტენ Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 ბარსელონაში ვიცხოვრებ. ყოველ დღე პლაჟზე ქოლგის ქვეშ მოვიწევი. სულ ეგაა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა