Jump to content
×
×
  • Create New...

კარ-ვაი ვონი ახალ სატელევიზიო პროექტზე მუშაობს


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

უახლოეს მომავალში, ჰონგ-კონგელი რეჟისორის, კარ-ვაი ვონის სატელევიზიო დებიუტი შედგება.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ, კარ-ვაი ვონმა ახალ მხატვრულ ფილმზე (Blossoms) მუშაობა დაანონსა. დროთა განმავლობაში, პროექტმა სახე იცვალა და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მხატვრული ფილმის კონცეფცია სატელევიზიო ფილმის ფორმატში ტრანსფორმირდა, სახელწოდებით – Blossoms Shanghai.

პროექტის  შექმნასა და საპროდიუსერო საქმიანობას თავად კარ-ვაი ვონი შეითავსებს, მთავარ როლს ცნობილი აზიელი მსახიობი ჰე გუ (გარეული გედების ტბა) შეასრულებს, ხოლო ვიზუალურ მხარეზე ოსკაროსანი კინოოპერატორი პიტერ პაუ (ჩასაფრებული ვეფხვი, უჩინარი დრაკონი) იზრუნებს. ამასთანავე, საპილოტე სერიის რეჟისორი თავად კარ-ვაი ვონი იქნება.

სურათის მოქმედება 90-იან წლებში, რეჟისორის დაბადების ადგილას (შანხაი) განვითარდება და ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების ყოფაში მიმდინარე გარდამავალ ეტაპზე, შანხაის მასიურ ეკონომიკურ ზრდა-განვითარებაზე და ამ პროცესში მიმდინარე მოვლენებზე მოახდენს რეფლექსიას. „ინ იუჩენის საეტაპო რომანი Blossoms იძლევა შესანიშნავ შანსს, ჩემი სიყვარულის გამოსახატად იმ ქალაქისადმი, რომელშიც დავიბადე. ამ პროექტის მეშვეობით, მსურს  გამოვიწვიო მაყურებელი და ვუჩვენო შანხაისა და მისი მაცხოვრებლების ყოფა იმ პერიოდში, რომელიც თანამედროვე შანხაის კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა აღმოჩნდა“ – ამბობს კარ-ვაი ვონი.

არაფერია ცნობილი ვონის მომავალ მხატვრულ პროექტზე, თუმცა თავად რეჟისორი იმედოვნებს, რომ ისევ დაბრუნდება მხატვრული კინოს ასპარეზზე და საშუალება მიეცემა, კვლავ დაიხსნას ჰონგ-კონგური კინო კრიზისიდან, რომელშიც მსოფლიოში განვითარებული ეპიდემიური მოვლენების შედეგად აღმოჩნდა.

 

http://cinexpress.ge/wp-content/uploads/2020/10/blossoms-shanghai-1.jpg

 

წყარო: http://www.slashfilm.com

The post კარ-ვაი ვონი ახალ სატელევიზიო პროექტზე მუშაობს appeared first on Cinexpress.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share