Jump to content
×
×
  • Create New...

"სამშობლოსმცოდნეობის" გაკვეთილები — რას ასწავლის საპატრიარქო ბავშვებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

@iaiameri

ონლაინ, iaiameri said:

არაა ნორმალური ეგ, რაც ხდება. მაღალი დონის სწავლა ყველა საჯარო სკოლაში უნდა იყოს.

რითი ხსნი შენს არგუმენტს? რატომ არ არის ნორმალური?

მე ნორმალურად და მისასალმებლად მიმაჩნია. შენ იმის პრეტენზია თუ გაქვს, რომ ჩემზე გონიერი ხარ, ამიხსენი მიზეზი. ხვალ მეც მეცოდინება.

მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის საჯარო სკოლაში სწავლის დონე მაღალი.

Share on other sites

ონლაინ, omerta said:

@iaiameri

რითი ხსნი შენს არგუმენტს? რატომ არ არის ნორმალური?

მე ნორმალურად და მისასალმებლად მიმაჩნია. შენ იმის პრეტენზია თუ გაქვს, რომ ჩემზე გონიერი ხარ, ამიხსენი მიზეზი. ხვალ მეც მეცოდინება.

მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის საჯარო სკოლაში სწავლის დონე მაღალი.

ეგ ყველგან სხვადასხვაა.ესტონეთია მგონი პირველ ადგილზე.რელიგიური აქცენტით სკოლები არ უნდა არსებობდეს, ესაა ჩემი არგუმენტი. არასრულწლოვანს არ უნდა ახვევდნენ თავზე რელიგიას საერთოდ. გახდება სრულწლოვანი და თავად გადაწყვეტს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@iaiameri

1 minute წინ, iaiameri said:

ეგ ყველგან სხვადასხვაა.ესტონეთია მგონი პირველ ადგილზე.რელიგიური აქცენტით სკოლები არ უნდა არსებობდეს, ესაა ჩემი არგუმენტი. არასრულწლოვანს არ უნდა ახვევდნენ თავზე რელიგიას საერთოდ. გახდება სრულწლოვანი და თავად გადაწყვეტს.

შენი პირადი მოსაზრებაა და უფლება, რა თქმა უნდა გაქვს. 

ისე, ნებისმიერი ქმედება ფასდება შედეგით. აქ შედეგი საგრძნობია, არავინ არ უარყოფს.

საზოგადოების დაკვეთაც სახეზეა.

ლიბერასტული ტვინის რეცხვა რომ მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში, ეგეც ცხადია. გამომდინარე აქედან რომ გაიზრდება, მაქსიმუმ სქესი აირჩიოს.

ბავშვს აღზრდა უნდა. იმ აღზრდაში ლიბერასტული მედიის და განათლების სისტემის მუშაობა რაღაცამ უნდა გააკომპენსიროს.

ქრისტიანული რელიგია არჩევის თავისუფლებას ყველას უტოვებს.

იმ თურქულ სკოლებში საქართველოს ისტორიასაც კი დამახინჯებით უხსნიან. ასე რომ არც მთლად მასე მარტივადაა საქმე.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
On 12/19/2020 at 11:51 AM, Katutu said:

გიორგის გიო არ დავუძახოთ, მარის ჯობია მარიამი დავარქვათ, ნიკას კი ნიკოლოზი, რადგან წმინდანის სახელის სრულად არ დაძახება თურმე ბავშვს მადლს აკლებს" — უხსნის საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელი, ლექსო გელაშვილი 10 წლამდე ბავშვებს.

ისე,სულ ასაკრძალია ეს ბერძნული სახელები. ქართული სახელები იკარგება. მიდი აბა თურქეთში ან აზერბაიჯანში დარქვი ვინმეს ართურქული სახელი. მეზობლისგან მაინც ისწავლონ ამ სულელებმა რამე.

Edited by iaiameri

 

 

Share on other sites

1 საათის წინ, iaiameri said:

ისე,სულ ასაკრძალია ეს ბერძნული სახელები. ქართული სახელები იკარგება. მიდი აბა თურქეთში ან აზერბაიჯანში დარქვი ვინმეს ართურქული სახელი. მეზობლისგან მაინც ისწავლონ ამ სულელებმა რამე.

"ქართული" სახელების უმეტესობა ან სპარსული ან ირანული წარმოშობისაა. სხვა რაღა უნდა დაარქვა :givi:

თუ სპარსეთი და ირანი ერთია

ახალი გაღვიძებული ვა უბრალოდ

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

არაა მასე.

  ქართული სახელები ძაან შემცირებულია, ზუსტად მაგ სპარსულის და ბერძნულის შემოდინების გამო. 

მაგრამ გვაქვს არაჩვეულებრივი ქართული სახელები და პედალირება უნდა.

როგორც თურქეთშია ისე უნდა იყოს საქართველოში. ენათმეცნიერებმა შეიმუშაონ სია ქართული სახელების და სახელის დარქმევისას მშობლებს შესთავაზონ აირჩიონ იმ სიიდან.

 

 

 

 

Share on other sites

სამშობლოსმცოდნეობის გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით — ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, სამშობლოსმცოდნეობის გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით.

ომბუდსმენის განცხადებით, საჯაროდ ხელმისაწვდომი გაკვეთილის რამდენიმე ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს და აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე.

"საჯარო სკოლის პედაგოგების მონაწილეობა მსგავსი რელიგიური შინაარსის გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეთა მობილიზებაში, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გაკვეთილების შინაარსი დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით. მათი მიმდინარეობისას ხდება სქესის, ეროვნული წარმომავლობისა და სხვა ნიშნებით სტერეოტიპული შეხედულებების ტირაჟირება. ასეთი ინფორმაციის წინაშე არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. აღნიშნულმა სწავლებებმა შესაძლოა მათ ჩამოუყალიბოს წინასწარი განწყობები, მაგალითად ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით და შედეგად, შეუქმნას არასწორი წარმოდგენა გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ. დამსწრეთა რიცხვის გათვალისწინებით, რეალურად ეს გაკვეთილები ხელს უწყობს ამ თაობაში დისკრიმინაციული აზროვნების ჩამოყალიბებას", — წერია განცხადებაში.

ახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის სამშობლოს მცოდნეობის გაკვეთილების ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე საჯარო სკოლების შესაძლო ჩართულობის საკითხი და შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები.

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელი, ლექსო გელაშვილი 10 წლამდე ბავშვებს უხსნის, რომ "გიორგის გიო არ დავუძახოთ, მარის ჯობია მარიამი დავარქვათ, ნიკას კი ნიკოლოზი, რადგან წმინდანის სახელის სრულად არ დაძახება თურმე ბავშვს მადლს აკლებს".


გელაშვილი, პარალელურად, სტუდია გუთნის დამფუძნებელია და საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებს "სამშობლოსმცოდნეობის" გაკვეთილებს უტარებს. გელაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ 10 წლამდე ბავშვებისთვის რელიგიაზე, სამშობლოსა და სხვა საკითხებზე გაკვეთილები საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების დახმარებით მიმდინარეობს. მოსწავლეებთან გაკვეთილების ორგანიზებაში კი, მისივე თქმით, სკოლის მასწავლებლები ეხმარებიან.


წყარო : https://on.ge/story/72569-%E1%83%A1%E1%83%9...M2kAn9gVNwHj6es

 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share