Jump to content
×
×
  • Create New...

"სამშობლოსმცოდნეობის" გაკვეთილები — რას ასწავლის საპატრიარქო ბავშვებს

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
56 minutes წინ, Darkness said:
Quote

ჩვენი მსჯელობის საკითხს რომ არ გავცდეთ, ბერკის ეს სტატიაც აქტუალურია, დასაწყისისთვის:

ეგ საერთოდ სხვა ტიპის მეხსიერებაა და მე რაზეც ვსაუბრობდი (ანუ კონკრეტულად ჩემი მეხსიერება ისტორიის წიგნთან დაკავშირებით ) ხსვა რამეა. 

ისევ და ისევ ეგ პირადი გამოცდილბის ფაქტორი არ არის.

56 minutes წინ, Darkness said:

ჩვენი მსჯელობის საკითხს რომ არ გავცდეთ, ბერკის ეს სტატიაც აქტუალურია

ad verecundiam თან საოცრად უადგილო :D

საუბარი იყო ჩემს მიერ კონკრეტული ფაქტის დამახსოვრებაზე რასაც მაგ სტატიასთან არაფერი კავშირი არ აქვს.

ანუ ჩემი კონკრეტული ინტენსიური და გრძელვადიანი მეხსიერება ისტორიის წიგნში წყაროების არსებობაზე რომ ცრუ მეხსიერება იყოს ამისთვის საჭიროა რო მე ისეთი ტრავმა მქონდეს გამოვლილი რო დერეალიზაციაში ვიყო სანახევროდ.  

და კოლექტიური და ისტორიული მეხსიერება არის საერთოდ სხვა რამე.

მარა ნუ რაღაცა ხო უნდა დალინკოთ და თავი გამოიჩინოთ რომ რაღაცა ნასწავლი გაქვთ? :D

56 minutes წინ, Darkness said:

სახელმწიფოებრივი იდეები რას მოიცავს? რა ღირებულებების, ცოდნის და იდეების გადაცემაა შემდეგი თაობისთვის მნიშვნელოვანი?

კულტურული იდენტობის, საზოგადოებრივი მოწყობის, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების გადაცემა აუცილებელია.

თან დააკვირდი რომ სახელმწიფოებრივი იდეები შეიძლება წინააღმეგობაშიც კი მოდიოდეს დღევანდელ სახელმწიფოსთან (შეიძლება კი არა უეჭველი პრინციპში :D )

56 minutes წინ, Darkness said:

იუთუბი და ტვიტერი რატომ შლის მისთვის მიუღებელ კონტენტს ეგეც მისაყვედურე, მერე ლაითად გადადი იმაზე თუ რამდენად ჯდება მათი პოლიტიკა გამოხატვის თავისუფლებასთან და ბოლოს კი, აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირებაც მომთხოვე, ბარემ

გცოდნიათ და :D

56 minutes წინ, Darkness said:

ok, ამ დაფინასნების, ოკუპირებული მედიის და საზოგადოებრივი დისკურსის უკან რა მოტივი იმალება? 
რა უნდათ ჩვენი შვილებისგან იმ სისხლისმღვრელ სოროსისტებს? 

ეგ ცოტა რთული ასახსნელია. მაგრამ მოკლედ: კარგი არაფერი. :D დალშე შეგიძლია გადმოიხედო პოლიტგანყში და კონტურებს დაინახავ. 

56 minutes წინ, Darkness said:

ისე როგორც ვიცი არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაში ჩემი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის, შემოსავალი, ბიუჯეტიდან, არ იხარჯება. რასაც ვერ ვიტყვი საპატრიარქოს დაფინანსებაზე. 

არასწორად იცით. უამრავი ტენდერები იგება სერვისების მიწოდების კუთხით აგ სექტორიდან. ტრენინგები სახ. სამსახურებში და ა.შ.

საპატრიარქოს დაფინანსებაზე გაცილებით ძვირი.

გარდა ამისა საპატრიარქოს არც მედია აქვს ოკუპირებული, არც საზოგადოებრივი დისკურსი უჭIრავს და არც პოლიტიკური.

56 minutes წინ, Darkness said:

აბა, გარდაცვლილიაო?
თქვენ მოკალით ძერა? 

მართლა? მე მგონი ეგ ღადაობა იყო. თუ არა?

56 minutes წინ, Darkness said:

ოჰ, ეს პლებები- ინტონაციით დაწერილს ჰგავს

არა. უფრო "ცრუობთ!"აი კიკუჩიოს რო ეუბნებიან სამურაობას ნუ იბრალებო.

56 minutes წინ, Darkness said:

გმადლობთ, მაგრამ გადმონაშთად მიმაჩნია მსგავსი კავშირები, ისევე როგორც არისტოკრატობაზე მინიშნება. თქვენი იმერელ არისტოკრატობა რომ არ აღგენიშნათ არც ვახსენებდი. 
მთავარია დღეს რა ხარ, შენით რას ჰქმნი.

გადმონაშთად სუალც არ მიმაჩნია. ყველგან არის ეგ მიდგომა. მაგრამ იმერელი არისტოკრატია ამ შემთხვევაში შემოდგომის აზნაურობის ანუ უსაფუძვლოდ ცხვირის აბუზვის ნიშნად მოვიყვანე. კლდიაშვილთან ვერ მეგობრობთ როგორც სჩანს.

მე ტექნოლოგიებს თქვენ ალბათ პოლიტიკურ დისკურსს თანაც სხვა ძალებისას.

56 minutes წინ, Darkness said:

ისე რომ არც მიცნობთ, ჩემს ღირებულებებზე და მსოფლმხედველობაზე არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ, ამ პირობებში, რატო ცდილობთ ჩემს კონკრეტულ ჯგუფში მოქცევას?

ნუ გასაგებია რომ თქვენ ისეთი ყოვლისმომცველი აზროვნება გაქვთ რომ თქვენს გონებას ვერანაირი იზმი ვერ იტევს.

მარა მთლიანობაში ყველაფერი პროგნოზირებადად მიექანება ერთ კალაპოტსი და რა ვიცი აბა.

ჯერჯერობით სხვა სახის აზრი თქვენგან ვერ მოვისმინე.

56 minutes წინ, Darkness said:

ჰმ, Ad nauseam?
მეც უნდა დამეწერა, შევღონდი შენი ჯიუტობით და საპირისპირო აზრის რიკოშეტივით აცდენის ტექნიკით-მეთქი, მაგრამ Ad nauseam უკეთესად ჟღერს

ისევ კონტექსტიდან ამოგლეჯილი :D არადა ხო შეგძლიათ ერთიანად :D მარა  არა. :D

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, t-90 said:

ანუ კონკრეტულად ჩემი მეხსიერება ისტორიის წიგნთან დაკავშირებით

ზუსტად ამას იკვლევს მეხსიერების კვლევა ნაციონალიზმის კონტესქტში, უბრალოდ მერე ამ დატას ნაციონალისტური ნარატივის შესქამნელად იყენებს.

Quote

ad verecundiam თან საოცრად უადგილო

თემის სათაურს შევხედოთ და მერე შევაფასოთ სტატიის უადგილობა.
ქართულ ენაზე შემხვდა და დავლინკე. ნიკულინის, ჰალბვაქსის და ნორას ინგლისურენოვანი სტატიების თუ ნაშრომების დალინკვა, ზედმეტად გადატვირთავს თემას. მერე ასმანის წიგნებიც უნდა მოვაყოლო, და თუ ნამდვილად გაინტერესებთ დავლინკე ლიტ-რა, გადმოწერეთ წაიკითხეთ და მერე ვიკამათოთ.
თორემ დავიღალე კედელთან საუბრით.

Quote

საუბარი იყო ჩემს მიერ კონკრეტული ფაქტის დამახსოვრებაზე რასაც მაგ სტატიასთან არაფერი კავშირი არ აქვს.

ინდივიდუალური გამოცდილება მეორეხარისხოვანია თემაში, არ გეჩვენება? 

Quote

ანუ ჩემი კონკრეტული ინტენსიური და გრძელვადიანი მეხსიერება ისტორიის წიგნში წყაროების არსებობაზე რომ ცრუ მეხსიერება იყოს ამისთვის საჭიროა რო მე ისეთი ტრავმა მქონდეს გამოვლილი რო დერეალიზაციაში ვიყო სანახევროდ.  

და კოლექტიური და ისტორიული მეხსიერება არის საერთოდ სხვა რამე.

მოცემული თემის მთავარი სამსჯელო საკითხი რა არის? 

Quote

კულტურული იდენტობის, საზოგადოებრივი მოწყობის, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების გადაცემა აუცილებელია.

ოკ, რა არის კულტურული იდენტობა?
როგორია საზოგადოებრივი მოწყობის იდეალური მოდელი?
სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში რა იგულისხმება?

Quote

დალშე შეგიძლია გადმოიხედო პოლიტგანყში და კონტურებს დაინახავ. 

ამდენი დროც არ მაქვს.

Quote

 უამრავი ტენდერები იგება სერვისების მიწოდების კუთხით აგ სექტორიდან. ტრენინგები სახ. სამსახურებში და ა.შ.

მეტი კონკრეტიკა თუ შეიძლება.
რომელ სერვისს გულისხმობთ, რა სახის ტრენინგები, რა თემატიკაზე, რა მიზნით...

Quote

გარდა ამისა საპატრიარქოს არც მედია აქვს ოკუპირებული, არც საზოგადოებრივი დისკურსი უჭIრავს და არც პოლიტიკური.

giphy.gif.21ede32d7a4d52a4c428c173aa82d793.gif
 
Quote

არც საზოგადოებრივი დისკურსი უჭIრავს და არც პოლიტიკური.

:lol:

დიდიხანია ტაბურეტებით აღარ დარბიან, ხალხს სიძულვილს არ უნერგევენ გენდერის ნიშნით, ქუჩებს არ რწყავენ კორონასთან ბრძოლის მოტივით?
 
Quote

მართლა? მე მგონი ეგ ღადაობა იყო. თუ არა?

არ ვიცნობ. თან თქვენი განყელია, თან არისტოკრატი. უკეთესი კომუნიკაცია უნდა გქონდეთ პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლებს ერთმანეთთან :D

Quote

რა. უფრო "ცრუობთ!"აი კიკუჩიოს

მოტივი? ვინმე იუზერ ტანკთან ქულების დაწერა? ჰმ, ამბიცია მომწონს, მაგრამ ასე ძალიანაც არ უნდა გაიჭრათ.

Quote

თქვენ ალბათ პოლიტიკურ დისკურსს თანაც სხვა ძალებისას.

აააა, ისევ:mad:
გრაფიკული დიზაინერი ვარ, მეგობარო. ჰობი მხატვრობა და დურგლობა. აბა, ამასაც თუ დამიკავშირებ ენჯეოშნიკ-ლიბერალიზმთან :popcorn: 

Quote

ნუ გასაგებია რომ თქვენ ისეთი ყოვლისმომცველი აზროვნება გაქვთ რომ თქვენს გონებას ვერანაირი იზმი ვერ იტევს.

ნწ, უნი-მ დამკვირვებლად ყოფნას მიმაჩვია. დამკვირვებლად ყოფნას კი ღირებულებებისგან თავისუფალი პოზიცია სჭირდება. სულ ესაა. 
გირჩევთ, სცადოთ, ერთხელ მაინც. 

რომ შევაჯერო
download.jpg.f05f7042d7ef6c7398d46a846fd731bf.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Darkness said:

ზუსტად ამას იკვლევს მეხსიერების კვლევა ნაციონალიზმის კონტესქტში, უბრალოდ მერე ამ დატას ნაციონალისტური ნარატივის შესქამნელად იყენებს.

ღადაობთ ხო? :D საუბარია კონკრეტულ მეხსიერებაზე რომელიც არა გლობალურია არამედ ძაან ინტენსიური და ხანგრძლივი. ახლაც მახსოვს როგორ ეწერა იმ წიგნებში აიეტის და ფარტაზის მონაკვეთი პროკოფი კესარიელიდან და კირაკოზ განძაკეცის მონათხრობი გარნისზე. ჯერ გაკვეთილი და ბოლოში წყაროები.

2 საათის წინ, Darkness said:

თემის სათაურს შევხედოთ და მერე შევაფასოთ სტატიის უადგილობა.
ქართულ ენაზე შემხვდა და დავლინკე. ნიკულინის, ჰალბვაქსის და ნორას ინგლისურენოვანი სტატიების თუ ნაშრომების დალინკვა, ზედმეტად გადატვირთავს თემას. მერე ასმანის წიგნებიც უნდა მოვაყოლო, და თუ ნამდვილად გაინტერესებთ დავლინკე ლიტ-რა, გადმოწერეთ წაიკითხეთ და მერე ვიკამათოთ.
თორემ დავიღალე კედელთან საუბრით.

ისევ და ისევ წყდომა.

იმ კონკრეტულ მომენტში მე მქონდა საუბარი იმ მეხსიერებაზე რომ მე მახსოვდა რა ეწერა ჩემს ისტორიის წიგნში. და თქვენ ამაზე მოიყვანეთ ნაციოანლიზმზე სტატიები. რაც საერთოდ აბსურდი იყო.

მე შემიძლია გირჩიოთ წაიკითხოთ მომზენი, ლეგოფი, ტოინბი, ლევასორი, ანრი პირენი და სხვანი და სხვანი, უბრალოდ მე არ მიმაჩნია ad verecundiam საუბრის სწორ ფორმად. ეს მხოლოდ რეფერენსად უნდა გამოიყენოთ და არა საკუთარი არგუმენტის გაპრავების წყაროდ.

და ეს "ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს" საერთოდ უკვე ნიშნავს რომ მეტი გზა არ გაქვთ და თემატურად ვერ მიხსნით ან საკუთარი აზრების სწორად და კონკრეტულად ჩამოყალიბება არ შეგიძლიათ.

2 საათის წინ, Darkness said:

ინდივიდუალური გამოცდილება მეორეხარისხოვანია თემაში, არ გეჩვენება? 

ზოგადად კი, მარა ისიც გახსოვთ ალბატ რაზე დამიკომენტარეთ false memoryზე არა?

2 საათის წინ, Darkness said:

ოკ, რა არის კულტურული იდენტობა?
როგორია საზოგადოებრივი მოწყობის იდეალური მოდელი?
სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში რა იგულისხმება?

კულტურული იდენტობა არის მრავალმხრივი და ყველა ერს თავის აქვს. ჩვენს შემთხვევაში ენა მამული და საერთო კულტურა (როგორც ილიამ თქვა სიცოცხლის ბოლოს)

იდეალური მოდელი არ არსებობს. არსებობს აპრობირებული მოდელი პოლისური დემოკრატია, ნაცია სახელმწიფო ან მონარქია (ოღონდ არა დესპოტია)

2 საათის წინ, Darkness said:

ამდენი დროც არ მაქვს.

რავი რო ადევნოთ ფორუმზე პოსტინგის სიხშირეს საკმაოდ ბევრი დრო გაქვთ.

2 საათის წინ, Darkness said:

მეტი კონკრეტიკა თუ შეიძლება.
რომელ სერვისს გულისხმობთ, რა სახის ტრენინგები, რა თემატიკაზე, რა მიზნით...

არასამთავრობოები არიან სახალხო დამცველებთან, ციხეში, თავდაცვაში პოლიციაში და ა.შ.

ტრენინგები არის ძირითადად SJW სახის. იქ გენდერული ტრენინგები და ა.შ

პლიუს უკვე გენდერული ბალანსები და კვოტები შემოიღეს.

აბა მეტი რა არის SJW დომინაცია?

2 საათის წინ, Darkness said:

დიდიხანია ტაბურეტებით აღარ დარბიან, ხალხს სიძულვილს არ უნერგევენ გენდერის ნიშნით, ქუჩებს არ რწყავენ კორონასთან ბრძოლის მოტივით?
 
გენდერულ ტრენინგებთან ადამაინებს ნორმალური დამოკიდებულება გაუჭირდებათ.

ტაბურეტკები რა, ის ტაბურეტკა არავის მოხვედრია რეალურად.

2 საათის წინ, Darkness said:

არ ვიცნობ. თან თქვენი განყელია, თან არისტოკრატი. უკეთესი კომუნიკაცია უნდა გქონდეთ პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლებს ერთმანეთთან

ხოდა არ იყო არისტოკრატი. ამაშია მთელი საქმე.

2 საათის წინ, Darkness said:

მოტივი? ვინმე იუზერ ტანკთან ქულების დაწერა? ჰმ, ამბიცია მომწონს, მაგრამ ასე ძალიანაც არ უნდა გაიჭრათ.

რავი ტრაბახი.

სადაც მთელი ბიბლიოგრაფია გადმოდე რო ვითომ თავი წარმოგეჩინა რავი აბა.

2 საათის წინ, Darkness said:

გრაფიკული დიზაინერი ვარ, მეგობარო. ჰობი მხატვრობა და დურგლობა. აბა, ამასაც თუ დამიკავშირებ ენჯეოშნიკ-ლიბერალიზმთან

რა პრობლემაა? ლიბერალიზმს თვალსაჩინოებაც სჭირდება მოსახლეობას რო დაასწავლო. ლიბერალების პეტროვ-ვოდკინი ან კუკრინიქსი შეიზლება იყო. რატომაც არა?  :D რატო გეგონა რო ვერ დაგიკავშირდები? 

2 საათის წინ, Darkness said:

ნწ, უნი-მ დამკვირვებლად ყოფნას მიმაჩვია. დამკვირვებლად ყოფნას კი ღირებულებებისგან თავისუფალი პოზიცია სჭირდება. სულ ესაა. 
გირჩევთ, სცადოთ, ერთხელ მაინც. 

რავი აქ დამკვირვებლის არაფერი არ გეტყობათ იმიტომ რომ ნებისმიერ რამეზე ეგრევე სტატიებით მოდიხართ იმის მაგივრად რომ საკითხებზე მეკამათოთ.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, t-90 said:

ღადაობთ ხო?

არ ვღადაობ, სერიოზულობის განსახიერება ვარ შენთან საუბრისას :) 

შენი კამათის სტილის სადემონსტრაციოდ დისკურსის ანალიზის ტექნიკის გამოყენება დამჭირდება, თორემ ამ მოკრძალებულ თემაში იმდენი საკითხი წამოჭერი მეც კი დავიბენი რაზე ვკამათობთ. საერთოდ სად ვართ და რა გვინდა...
ამიტომ მოდი აღვადგინოთ თანმიმდევრობა.

   თემასთან დაკავშირებით გამოვთქვი აზრი, რატომღაც ჩემი დაქუოთებ-შეკამათება მოგინდა:

  1. პირველი რაც მაჯახე იყო ,,მულტიკულტურალზმი, ლიბერალიზმი და გეი ზანგების უფლებები". მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პოსტთან არცერთი იყო კავშირში. ამას ჰქვია tu quoque - ანუ ოპონენტს ნახალკას სტენი, რომ არც მისი აზრია მართებული, ვინაიდან მეორე უკიდურესობას ქადაგებს. თან ისეთი ნახალკაა, რომ ოპონენტმა თავი უნდა იმართლოს.
  2. შემდეგ გრანტებიც დამიყოლე- მიუხედავად იმისა, რომ მანდმეც დაწერილი მქონდა რომ არ ვარ ენჯეოშნიკი. ამას ჰქვია შეკავშირების პრობლემა იგივე  Linda problem . ანუ ვინაიდან მავანმა თქვა, რომ მას სამოქალაქო განათლება უყვარდა, მერე უნიშიც დაახლოებით მსგავს საგნებს სწავლობდა- აქედან დასკვნა არ გამომდინარეობს, რომ მავანი ენჯეოშნიკია.
  3. შემდეგ სანამ ავტორიტეტების ხსენებაზე გადავიდოდიასეთი ფრაზები დამახვედრე
    Quote

    რა თქმა უნდა შენ ისტორია არ გჭირდება შენი. შენ ისე უნდა გაანალიზო რო სხვებს მოაწყოს შენმა ისტორიამ.

    მერე გეტყვიან რო ტერიტორიებზეც თქვა უარი და სხვა რამეზეც.

    რაც სხვა არაფერია, თუ არა ignoratio elenchi აქაც ისეთ თეზის მტენი, რომელიც არ მიხსენებია, შენ წინასწარგანწყობის ობიექტივიზაციაა და არა ჩემი სიტყვები. 

  4. შემდეგ ამას მიწერ:

    Quote

    რავი რასაც ვხედავ ეხლაც არ გამოირჩევით ყაროების ცივსისხლიანი ანალიზით არამედ რელიგიურად მიჰყვებით ლიბერალიზმის შაბლონებს. 

    ,,რელიგიურად მიჰყვებით ლიბერალიზმის შაბლონებს. " - this is  Strawman Argument - იგივე ჰეტეროგენეზი.

  5. Quote

    თუ ლიბერალები აანალიზებენ რავი აბა რა გამოვა იქიდან? ყველა მიწებს გაყიდით და მარტო ორ უბანს დაიტოვებთ  

    აქ საინტერესო დასკვნას აკეთებ- დიქოტომიებს აჯახებ. ლიბერალობა =მიწების გაყიდვას.რაც არაფერია თუ არა, ignoratio elenchi თან False dilemma, ლიბერალიზმის იდეის გაზიარება არ ნიშნავს, რომ მავანი, აპრიორი, მიწების გაყიდვის იდეას ემხრობა. 

  6. Quote

    რავი რაც შენ ფორუმზე ენჯეოშნიკობა გაქ ნაქადაგები -

    Here comes Strawman again. 

  7. მერე პიროვნებაზე გადმომიდხარ:

    Quote

    ფულზე გაყიდულ ენჯეოშნიკს გავუგებ. იდეინი უფრო მძიმე გასაგებია.

    მეც მეგობრულად გიტარებ. გიტარებ რა, იგავე მონეტით გპასუხობ.
    რაზეც, ვითომ მეშუტკავები და საკუთარ არისტოკრატობას უსვამ ხაზს:

  8. Quote

    თორე კუდის ყავარზე გადება იმისთანა ვიცით იმერელმა არისტოკრატებმა რო მიმიქარავს

    ეს პროსტა ბაქიაობაა, თან მსჯელობისას სოციალური სტატუსის აღნიშვნა რა პლუს გძენს? იმერული ტრიპაჩობის გარდა :D 

  9. მერე გადავდივართ მეხსიერებაზე. რაზეც გილინკავ, რომ მეხსიერებას მხოლოდ ფსიქოლოგია არ შეისწავლის. არამედ ისტორიკოსების და ნაციონალიზმის მკვლევარების საყვარელი საკითხიცაა. თან თემის ირგვლის არსებულ ქართულენოვან სტატიასაც ვლინკავ. სხვა წყაროები ძალიან დიდებია და ინგლისურადაა და მაინც არავინ წაიკითხავს ამდენს. რაზეც მწერ, რომ:

    Quote

    საუბარია კონკრეტულ მეხსიერებაზე რომელიც არა გლობალურია არამედ ძაან ინტენსიური და ხანგრძლივი. ახლაც მახსოვს როგორ ეწერა იმ წიგნებში აიეტის და ფარტაზის მონაკვეთი პროკოფი კესარიელიდან და კირაკოზ განძაკეცის მონათხრობი გარნისზე. ჯერ გაკვეთილი და ბოლოში წყაროები.

    აქ უკვე ვხვდები, რომ შეცდომა დავუშვი, როცა ამაზე მსჯელობა დავიწყე, რადგან მოქმედების შეზღუდული ვარიანტები მაქვს:
    1- ანუ უნდა დავიწყო სულ სულ თავიდან ყველაფრის ახსნა, იმის თუ რა არის ისტორია(იხ. ედუარდ კარი ,,რა არის ისტორია?"), მერე გადავიდე მეხსიერების კვლევაზე (მოვყვე ჰალბვაქსის,ნუკულინის, ჰობსბაუმის და სხვათა ამბები) (ანუ ძალიან ბევრი უნდა ვწერო, არადა ამის დრო არ მაქვს).მერე ნაციონალიზმზეც უნდა ვთქვა ერთი ორი სიტყვა, რომ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც Acts of Resemblance და რომ ჩვენთან ,,ტრადიციების გამოგონებაც" მოსულა, რომ გვაქვს მეხსიერების არეები, რომ კონკრეტული ტექსტები, სიმბოლოები და ადგილები, რაღაც მნიშვნელობის და იდეის გადასაცემად იქმნება. რომ არსებობს ნაციონალიზმის პროექტი, როცაერის ამმები ჯდებიან და ფიქრობენ რა ღირებულებები გადასცენ შემდეგ თაობებს და როგორ მოუყვნენ მათ წარსულზე. და აი, ამდენი რამის შემდეგ მერე უნდა ავხსნა, თუ რას ნიშნავს ყალბი მეხსიერება. არადა, ხალისი კი მაქვს, მაგრამ ამ ყველაფრის დრო არ მაქვს, თან მეეჭვება შენი ჩათვლით, ეს ყველაფერი ვინმემ ბოლომდე წაიკითხოს.
    2- მეორე ვარიანტია ის, რომ დავიკიდო და შენც ჩათვალო, რომ დებატებში მომიგე. ან ვეცადო შენი ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. 

  10. არადა როგორი სიტუაციაა, იცი. შენ მიწერ:
     
    Quote

    საუბარია კონკრეტულ მეხსიერებაზე რომელიც არა გლობალურია არამედ ძაან ინტენსიური და ხანგრძლივი.

    მე კიდევ ვიცი, რომ კონკრეტულ ერებს აქვთ თავიანთი ისოტორია და მეხსიერებაც ამ ისტორიის ფარგლებშია, მაგრამ ეს ყველაფერი... კონრეტული ერის მეხსიერება კი არაა, თეთრით შავზე, არამედ ის ნაციონალისტური ნარატივის შედეგია. მე-19 საუკუნეში ილია, სხვა ერის მამებთან ერთად დაჯდა და ისტორიიდან შეაირჩია ის მონაკვეთები, ეროვნული იდეის თუ სულისკვეთების გაღვივებას გამოადგებოდა და რომელიც დღეს შენ ასეთ უეჭველად ფაქტებად მიგაჩნია.

  11. Quote

    იმ კონკრეტულ მომენტში მე მქონდა საუბარი იმ მეხსიერებაზე რომ მე მახსოვდა რა ეწერა ჩემს ისტორიის წიგნში. და თქვენ ამაზე მოიყვანეთ ნაციოანლიზმზე სტატიები. რაც საერთოდ აბსურდი იყო.

    აქ ისევ straw man-ს აკეთებ.თან ეს STRAWMAN განზავებულია აბსურდისადმი აპელირებით. ვინაიდან იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენ განვიხილავდით თუ როგორ გვასწავლიდნენ ისტორიას, რაზეც შენ დასძინე, რომ შენ დროს მშვენიერი წიგნები იყო, თანამედროვე სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, სადაც ,,ლიბერალური ქადაგებებია". ,,ნაციონალიზმე სტატიები" მანდ იმისთვისაა მოყვანილი, რომ ახსნას რომ ის თუ რა ვასწავლოთ ბავშვებს- საგანმანათლებლო გეგმა- თანამედროვე ნაციონალიზმის პროექტის ნაწილია. შენს დროსაც, ჩემს დროსაც და ახლაც, ისტორიის სახელმძღვანელო ნაციონალისტური პროექტის ჭრილში იქმნება, უბრალოდ გააჩნია რომელი ორიენტაციის სამთავრობო ძალა უდგას ამ პროექტს სათავეში და რა იდეების გადაცემა უნდათ მოსწავლეებისთვის. 

  12. Quote

    წაიკითხოთ მომზენი, ლეგოფი, ტოინბი, ლევასორი, ანრი პირენი

    გმადლობ, მომზენს და ტოინბის ვიცნობ. ტოინბისადმი სიმპათიებიც კი მაქვს, მაგრამ ამ შემთხვავში ისტორიკოსების სახელებს, მომინდა და დავაბრეხვე კონტექსტში არ ვწერთ :D 

  13. Quote

    და ეს "ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს" საერთოდ უკვე ნიშნავს რომ მეტი გზა არ გაქვთ და თემატურად ვერ მიხსნით ან საკუთარი აზრების სწორად და კონკრეტულად ჩამოყალიბება არ შეგიძლიათ.

    ზრდასრული, აკადემიური დისკუსიის დროს მარტო საკუთარი ხედვებით რომ ვაფასოთ რეალობა, შორს ვერ წავალთ, ვინმემ შეიძლება დაგვცინოს კიდეც. საკითხზე თემატურად, შესაბამისი თეორიების ჭრილში რომ ვიმსჯელოთ უკეთესი არ იქნება? ჩემი კუკარაჩა არა, ჰობსბაუმის და ასმანის კუკარაჩა :D 

  14. Quote

    რავი რო ადევნოთ ფორუმზე პოსტინგის სიხშირეს საკმაოდ ბევრი დრო გაქვთ.

    სასიამოვნოა, რომ ჩემი პოსტინგის სიხშირეს ადევნებთ თვალს, მაგრამ სამწუხაროდ არაფრის მომცემი საუბრებისთვის, ნამდვილად არ მაქვს საკმარისი დრო.
    პ.ს. აქ აპელაცია გაქვს ჩემს მოცლილობაზე :D

  15. Quote

    არასამთავრობოები არიან სახალხო დამცველებთან, ციხეში, თავდაცვაში პოლიციაში და ა.შ.

    ტრენინგები არის ძირითადად SJW სახის. იქ გენდერული ტრენინგები და ა.შ

    პლიუს უკვე გენდერული ბალანსები და კვოტები შემოიღეს.

    აბა მეტი რა არის SJW დომინაცია?

    თავად განსაზღვრე რომელი შეგეფერება Gish gallop თუ Chewbacca defense  :)
    ფრაზის განწყობაა: ,,ნწ, ნწ სულ წახდა ერი, ყველგან SJW აქტივიზმია" :D 

  16. Quote

    სადაც მთელი ბიბლიოგრაფია გადმოდე რო ვითომ თავი წარმოგეჩინა რავი აბა.

    4 კინკილა ლინკი, მთელი ბიბლიოგრაფიაა? ბიბლიოგრაფია ვიცი მე სამი გვერდი მაინც. გინდა დაგილინკო? მაინც ტრაბახს მაბრალებ, ბარემ წავიტრაბახებ :)

  17. Quote

    და პრობლემაა? ლიბერალიზმს თვალსაჩინოებაც სჭირდება მოსახლეობას რო დაასწავლო. ლიბერალების პეტროვ-ვოდკინი ან კუკრინიქსი შეიზლება იყო. რატომაც არა? 

    რატო გეგონა რო ვერ დაგიკავშირდები? 

    :DD:
    აქამდე ვიცოდი, რომ რამდენიმე ფორუმელს არ უნდა ავყოლოდი, ახლა კიდევ ერთი დაემატა.

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/19/2020 at 8:18 PM, Darkness said:

ისტორია ამოიქაჩა- ოღონც დაზეპირების ნაცვლად წყაროების ანალიზი შემოიტანეს.

ამით დაიწყო false memoryზე საუბარი.  და გაგრძელდა ესე

On 12/19/2020 at 9:20 PM, t-90 said:
On 12/19/2020 at 8:23 PM, t-90 said:

Ad fontes - რომელი ისტორიის სახელმძღვანელო გაჩვევდა წყაროების ანალიზს?
საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებს ვაგროვებ და ყველა მაქვს 1995წლიდან დაწყებული, მომწერე და ჩავხედავ, აბა

On 12/19/2020 at 9:53 PM, Darkness said:

არ ვიცი მაგრამ 6=9 კლასში ვსწავლობდი სახელმძღვანელოებით სადაც ყველას მოჰყვებოდა წყაროები.

პროკოფი კესარიელი და დიონ კასიუსი იქ გავიგე.

თან გაგიკვირდება და ფიზ-მათ სკოლაში.

On 12/19/2020 at 9:53 PM, Darkness said:
On 12/19/2020 at 9:20 PM, t-90 said:

ყალბ მეხსიერებაზე თუ გსმენია? :D 
წყაროს მითითების გარეშე დილეტანტიზმში გადავა ჩვენი საუბარი, რაც საკმაოდ მოსაწყენია ჩემთვის.

და აქედან დაიწყო ჩვენი აცდენა.

და თქვენ მერე აგერიათ რომ მე თითქოსდა სხვა ტიპის ყალბ მეხსიერებაზე ვსაუბრობდით.

ანუ აქედან რაც შემიძლია დავასკვნათ რომ სხვადასხვა რამეებზე ვსაუბრობდით.

დანარჩენზე ხვალ საღამომდე მაინც ვერ გაგცემთ პასუხს.

მარა ისე ad verecundiam არ არის კარგი საუბრის მანერა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, t-90 said:

მარა ისე ad verecundiam არ არის კარგი საუბრის მანერა.

გეთანხმები, 

ამიტომაც ავტორიტეტებს ვუპირისპირებთ ხოლმე ერთმანეთს და თითქმის არაფერზე ვიჭრით ვენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი იდეა, თეორია თუ მიგნება მოქმედებს კონკრეტული პარადიგმის ფარგლებში.პარადიგმებს კი კვდომაც ახასიათებთ :user: 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Darkness said:

ავტორიტეტებს კი არ ვუპირისპირებთ ერთმანეთს არამედ კონკრეტულ იდეებს, ჰიპოთეზებსა თუ თეზებს და მათ თეორიულ თუ პრაქტიკულ არსს და გარემოებებს. ავტორიტეტებს ვიყენებთ მხოლოდ როგორც მითითებას რომ მსურველმა უკეთ ნახოს ჩვენი პოზიციის ავტორისეული დასაბუთება.

თუ ავტორიტეტებს ვუპირისპირებთ ეგ უკვე ad verecundiam არის ცალსახად.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, t-90 said:

ავტორიტეტებს კი არ ვუპირისპირებთ ერთმანეთს არამედ კონკრეტულ იდეებს, ჰიპოთეზებსა თუ თეზებს და მათ თეორიულ თუ პრაქტიკულ არსს და გარემოებებს. ავტორიტეტებს ვიყენებთ მხოლოდ როგორც მითითებას რომ მსურველმა უკეთ ნახოს ჩვენი პოზიციის ავტორისეული დასაბუთება.

თუ ავტორიტეტებს ვუპირისპირებთ ეგ უკვე ad verecundiam არის ცალსახად.

სოციალურ მეცნიერებებში ვიგულისხმე ავტორიტეტთა დაპირსპირება.

თორემ ამ თემაში, ჯერჯერობით მხოლოდ ეგოებს ვუპისრპირებთ :D

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   303 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 303 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(4)