ფორუმელი Moor Posted 4 მარტი, 2021 Posted 4 მარტი, 2021 (შესწორებული) სანამ 2020 წლის სექტემბერში, ნაადრევ ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვლებოდა, ანარქისტმა ანთროპოლოგმა, დევიდ გრებერმა დაწერა ესსე იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა სიცოცხლე და პოლიტიკა კოვიდ-პანდემიის შემდეგ. Jacobin ამაყობს, რომ პირველად აქვეყნებს გრებერის ესსეს. რაღაც მომენტში, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, კრიზისი დასრულებულად გამოცხადდება და გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს ფუჭ სამსახურებს დავუბრუნდეთ. ბევრი მათგანისთვის ეს პროცესი სიზმრიდან გამოღვიძებასავით იქნება. მედია და პოლიტიკური კლასები დანამდვილებით შეეცდებიან, რომ ასე ვიფიქროთ. ასე მოხდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგაც; იყო მცირეხნიანი დაკითხვის მსგავსი პერიოდი (რა არის „ფინანსები,“ საერთოდ? მხოლოდ სხვა ადამიანების სესხი, არა? რა არის ფული? მხოლოდ და მხოლოდ სესხი? რა არის სესხი? მხოლოდ დაპირება, არა? თუკი ფული და სესხი მხოლოდ ერთმანეთისადმი მიცემული დაპირებებია, მაშ ასევე მარტივად ხომ არ შეგვიძლია სხვა დაპირებების მიცემა?) ფანჯარა მაშინათვე დახურეს მათ, ვინც ჩვენს გაჩუმებას, ფიქრის შეწყვეტასა და უკან, სამსახურებში დაბრუნებას – ან მის მოძებნას – მოითხოვდა. ბოლო შემთხვევაში, ამას დავთანხმდით. ამჯერად, კრიტიკულად მნიშნელოვანია, რომ ასე არ მოვიქცეთ. რადგან, რეალურად, კრიზისი, რომელიც სულ ახლახან გამოვცადეთ, სიზმრიდან გამოღვიძება გახლდათ, კონფრონტაცია ადამიანთა ყოფის ნამდვილ რეალობასთან, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ ერთმანეთზე მზრუნველი მოწყვლადი არსებები ვართ, და რომ ის, ვინც ლომის წილს იდებს ამგვარ თვით-გადამრჩენელ ზრუნვაში, მეტისმეტად იბეგრება, შრომა არასაკმარისად უნაზღაურდება და ყოველდღიურად განიცდის დამცირებას, და რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არაფერს აკეთებს, გარდა უაზრო ფანტაზიებში ბრუნვისა, ქირავნობისა და როგორც წესი, ხელს უშლის მათ, ვინც აკეთებს, ამაგრებს, მოძრაობს, გადაადგილებს ნივთებს, ან ზრუნავს სხვათა საჭიროებებზე. აუცილებელია, რომ უკან არ დავუბრუნდეთ რეალობას, სადაც ამ ყველაფერს გარკვეულწილად ამოუცნობი ელფერი ენიჭება, ისევე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე სიზმრებში, უაზრობები. და ამაზე რა აზრის ხართ: რატომ არ შევწყვეტთ ამ ყველაფრის ნორმალურად აღქმას, რომ რაც უფრო თვალნათლივ ახეირებს ერთი ნაწილი სხვებს, მით უფრო ნაკლებია მათი ანაზღაურება; ან იმის მტკიცებას, რომ ფინანსური ბაზარი საუკეთესო გზაა ინვესტიციის განსახორციელებლად, მაშინაც კი, როცა ის დედამიწაზე სიცოცხლის განადგურებას ახალისებს? ნაცვლად ამისა, როდესაც ამჟამინდელი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, რატომ არ დავიმახსოვრებთ იმას, რაც ვისწავლეთ: რომ თუკი „ეკონომიკა“ საერთოდ ნიშნავს რაიმეს, ეს არის გზა, რომლითაც უზრუნველვყოფთ ერთმანეთს იმით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია (alive – ტერმინის ყველანაირი გაგებით), რომ ის, რასაც „ბაზარი“ ეწოდება, წარმოადგენს საერთო სურვილების ჩამონათვალს მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი ადამიანებისა, რომელთა უმრავლესობა, უკეთეს შემთხვევაში, ოდნავ მაინცაა პათოლოგიური, და რომელთაგან ყველაზე უფრო დიდი ძალაუფლების მქონეებმა უკვე დაასრულეს იმ ბუნკერების პროექტირება, რომელში გაქცევასაც გეგმავენ, თუკი ჩვენ კვლავაც საკმარისად სულელები დავრჩებით და დავუჯერებთ მათი დამქაშების ლექციებს, რომ ჩვენ, ყველას, კოლექტიურად გვაკლია საღი აზროვნების უნარი, რათა ვიმოქმედოთ რაიმე, მოსალოდნელი კატასტროფების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, საპირისპიროდ – შეგვიძლია უბრალოდ მათი იგნორირება მოვახდინოთ? უმეტესობა სამუშაოებისა, რომელსაც ვასრულებთ ერთგვარი წარმოსახვითი-სამუშაოა. ის მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის არსებობს, ან რომ მდიდარმა საზოგადოებამ თავი კარგად იგრძნოს, ან რომ ღარიბმა ადამიანებმა თავი ცუდად იგრძნონ. და თუკი ჩვენ უბრალოდ გავჩერდებოდით, შესაძლოა საკუთარი თავისთვის უფრო მეტად კეთილგონივრული დაპირებები მიგვეცა: მაგალითად, იმგვარი „ეკონომიკის“ შექმნა, რომელიც მოგვცემოდა საშუალება, გვეზრუნა იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენზე ზრუნავს. თარგმანი: გიორგი ჯავახიშვილი წყარო: https://jacobinmag.com/2021/03/david-graeber-posthumous-essay-pandemic?fbclid=IwAR02u4K4AsvP3Gol2WlRTphyLsDElB6we0y63Wj5JvMDTV3yKGxv_7j6gqE ლიტაგორას ვიდეო-ბლოგი დევიდ გრებერის “სიაფანდი სამსახურების” შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ, აქ The post პანდემიის შემდეგ, ძილს ვეღარ დავუბრუნდებით appeared first on Cinexpress. @Mulan Edited 4 მარტი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 4 მარტი, 2021 Posted 4 მარტი, 2021 https://cinexpress.ge/2021/03/04/დევიდ-გრებერი-პანდემიის/?fbclid=IwAR09swfFpvP58448OfZ8TbMnftK1wQoX2PNseB9mk8KNmluH2b5JjDr2_vk დევიდ გრებერი გარდაცვლილა. მეწყინა მისი ვინმეს რამე წაკითხყლი გაქვთ? მის იდეებზე ვარ გაზრდილი, ჩემი შთაგონების წყარო იყო წლების მანძილზე ტიპი... მოკლედ ხვალ უფრო ვრცლად ვისაუბრებ მასზე... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 5 მარტი, 2021 Posted 5 მარტი, 2021 შუბლით საწყალ იმას ჰგავს, თელასის ის რომ იყო მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 5 მარტი, 2021 Posted 5 მარტი, 2021 10 საათის წინ, Mulan said: მოკლედ ხვალ უფრო ვრცლად ვისაუბრებ მასზე. თან რო გვემუქრება. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 მარტი, 2021 Posted 5 მარტი, 2021 ერთი წლის მერე რატო გაგახსენდა. დაგასწარი ისე :ბოლი: Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 5 მარტი, 2021 Author Posted 5 მარტი, 2021 1 minute წინ, ChariotGod said: თან რო გვემუქრება. გუშინ გავაკეთე DISC personality test 48 % ზე მაქვს დომინაცია და შესაბამისად აგრესიაც მაღალზე მაქვს, მინდა კარგი გოგო ვიყო და შენ მირთულებ სიცოცხლეს, გააკეთე მიდი და ვნახავ წინა ცხოვრებაში რომის იმპერიის რომელი კუთხის მმართველი იყავი https://www.123test.com/disc-personality-test/ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 5 მარტი, 2021 Author Posted 5 მარტი, 2021 2 minutes წინ, Moor said: ერთი წლის მერე რატო გაგახსენდა. დაგასწარი ისე :ბოლი: ეს ნახე რა წუხელ აჩუყებული ვიყავი და წავაწყდი სტატიას კიდევ უფრო ავჩუყდი და თემა გავხსენი, მერწყული იყო ისე გრებერი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 მარტი, 2021 Posted 5 მარტი, 2021 @Mulan გავაერთიანე და შენი სახელი დავუტოვე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა