Jump to content
×
×
  • Create New...

შპს გორამ შუახევიდან 1,5 მილიონის ტენდერი მოიგო


Recommended Posts

  • ფორუმელი
შპს გორამ შუახევიდან 1,5 მილიონის ტენდერი მოიგო admin Thu, 03/04/2021 - 13:53

კომპანიის მფლობელი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და პარტიულ ყრილობებს ესწრება, ხოლო მისი მეუღლე თამილა დავითაძე, რომლის მამაც აგრეთვე მონაწილეობს სახელმწიფო შესწყიდვებში, შუახევის მუნიციპალიტეტის ქონებისა და მიწის მართვის განყოფილებაში მუშაობს.

კომპანიის მფლობელის ოჯახის სხვა წევრებიდან ერთი შუახევის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტია ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში, ხოლო მეორეს ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიცია უკავია.

შპს "გორა +" ჯამში 1.8 მილიონი ლარის ღირებულების 58 ტენდერშია გამარჯვებული, აქედან 39 შემთხვევაში ან უკონკურენტო ან დაბალი ფასის შემთვაზებლის დიკვალიფიკაციის ხარჯზე.

2016 წლის 02 თებერვალს შექმნილი შპს "გორა +" აქტიურად მონაწილეობს შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და ფაქტობრივად უკონკურენტოდ იგებს მათ. კომპანიას ჯამში 58 მოგებული ტენდერი უფიქსირდება, რომელთა საერთო ღირებულება 1,752,654 ლარს შედაგენს. საინტერესოა ის, რომ 58-დან 39 შემთხვევაში კომპანია ტენდერში ან უკონკურენტო იყო ან დაბალი ფასის შემთავაზებელი კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა და ასე მიიღო ჯამში 1,069,020 ლარი. კომპანიის ძირითადი სამუშაო არეალი შუახევის მუნიციპალიტეტია; 58 ტენდერიდან, 49 ტენდერი, რომელთა ღირებულებაც 1.5 მილიონამდეა, სწორედ შუახევში აქვს მოგებული, სადაც, 32 შემთხვევაში უკონკურენტო იყო ან დისკვალიფიკაციების ხარჯზე გაიმარჯვა.

ყურადღებას იპყრობს ის, მომენტიც, რომ კომპანია ბიზნესოპერატორადაც არის დარეგისტრირებული და საკვები პროდუქციის გაყიდვის უფლებაც აქვს; ასევე, კომპანია არ არის სპეციალიზდება ერთ რომელიმე სფეროზე და სხვადასხვა სახის სამუშაოებში მონაწილეობს (გარეგანათებების მონტაჟი, გზების რეაბილიტაცია, კეთილმწოყობის სამუშაოები და სარწყავი/საკანალიზაციო არხების რეაბილიტაცია).

შპს "გორა +" მფლობელის, რამინ (რომა) ნატარიძის მეუღლე, თამილა (თამო) დავითაძე შუახევის მუნიციპალიტეტის ქონებისა და მიწის მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტია. საინტერესოა ისიც, რომ თამილა დავითაძის მამა, ზურაბ (ზაურ) დავითაძე 2020 წლის 2 მარტს აარსებს კომპანია შპს "ზურა 2020"-ს და მალევე იწყებს ტენდერებში მონაწილეობას. ამ ეტაპზე, მხოლოდ 2 გამარჯვებული ტენდერი უფიქსირდება, საერთო ღირებულებით 26,170 ლარი. თუმცა ყურადღებას იპყრობს ტენდერი ნომრით NAT200011706, სადაც, შპს "ზურა 2020"-ის კონკურენტი შპს "გორა +" იყო (სიმამრისა და სიძის კომპანიები), სადაც, "ზურა 2020" შემსყიდველ ორგანოს მხოლოდ 2 ლარით უფრო დაბალ ფასს სთავაზობს, ვიდრე "გორა +" და იმაჯრვებს კიდეც.

ასევე, კომპანია "გორა +" მფლობელის, რამინ (რომა) ნატარიძის ოჯახის უახლოესი წევრია როინ ნატარიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში. რამინის ოჯახის უახლოესი წევრია ედნარ ნატარიძეც, რომელსაც ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიცია უკავია.

საინტერესოა ისიც, რომ რამინ (რომა) ნატარიძე მმართველი პარტიის მხარდამჭერია; რამინი "ქართული ოცნების" ორგანიზებულ შეხვედრებს ესწრება და ასევე ის პირადად იცნობს ანზორ ბოლქვაძესაც, რომელიც ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარია პარტია "ქართული ოცნებიდან”.

წყაროები:

ტენდერები: https://www.scribd.com/.../%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1...

ფაქტები/წყაროები: https://www.scribd.com/.../%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1...

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/156616828_2900377373571027_3999538385155148985_o.jpgმარტი 2021 2021 Author რაუფ ჭიჭინაძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share