Jump to content
×
×
  • Create New...

საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა ცვლილებების პროექტი წარადგინა 


Recommended Posts

  • ფორუმელი

პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ქართული ოცნებისა და მოქალაქეების დეპუტატებმა – შალვა პაპუაშვილმა და ლევან იოსელიანმა 2 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტი დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის მიხედვით, საარჩენო კოდექსში შემდეგი ცვლილებები შევა:

  • მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გაიზრდება პროპორციული წესით არჩეული წევრების რაოდენობა. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) ყოველ ერთ მაჟორიტარზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარზე, 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება წარმოდგენილი;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით (ერთი პარტია ერთი წევრი);
  • დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა;
  • აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა;
  • აიკრძალება საოლქო კომისიების მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნისა და ბიულეტენების გადათვლის გარეშე;
  • მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73 საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 უბანი, რომელიც გადაითვლება. საერთო ჯამში არჩევნებზე გადაითვლება 365 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 10%-ია;
  • გაიზრდება საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები;
  • შესაძლებელი გახდება სარჩელის ელექტრონული ფორმით შეტანა;
  • შესაძლებელი იქნება ცესკოს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში;
  • აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა;
  • გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც აეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა;
  • აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონპროექტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიასა და ოდირს გაეგზავნება.

უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნება საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევის საკითხის განხილვისთვისაც მზად არის, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვება.

არსებული მოცემულობით, საარჩევნო ბარიერის დაწევა შეუძლებელია, რამდენადაც ცვლილებისთვის დეპუტატების საკონსტიტუციო უმრავლესობაა (113 დეპუტატი) საჭირო, ამ მომენტისთვის კი – საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 96 დეპუტატია, მათგან 90 მმართველი გუნდიდან, ხოლო 6 ოპოზიციიდან.

პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი 4 თებერვალს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც ოპოზიციის რამდენიმეთვიანი საერთო ბოიკოტის ფონზე, 29 იანვარს, პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა – ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტეს.

საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო კანონპროექტი პარლამენტში, არაუგვიანეს 1 მარტისა უნდა დარეგისტრირებულიყო. დეპუტატებმა ის არაუგვიანეს 1 მაისისა უნდა მიიღონ.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share