ფორუმელი Moor Posted 3 მარტი, 2021 Posted 3 მარტი, 2021 საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ პიკეტამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიცია მმართველ გუნდთან ევროკავშირის შუამავლობით განახლებული მოლაპარაკებების ჩაშლის ჩავიდან აცილების მიზნით, დაანონსებული საპროტესტო აქიების ფორმას ცვლის. ოპოზიციის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით დაწყებული დიალოგის ფონზე პარლამენტის პიკეტირებისა და აქციის მონაწილეთა დაკავების გამო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა უძღვოდა. დიალოგის განახლებიდან მეორე დღეს „არათანმიმდევრული“ და „დესტრუქციული ქმედებების“ გამო ოპოზიცია გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკრიტიკა. დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მედიას უთხრა, რომ საპროტესტო აქციები იმგვარად მოდიფიცირდება, რომ „არ არსებობდეს საშიშროება სამართალდამცველებსა და პროტესტანტებს შორის რაიმე შემხებლობის და იმგვარი უკანონო დაკავებების, რომლებიც გუშინ ვიხილეთ“. უფრო კონკრეტულად, ხვალ მთავრობის კანცელარიის პიკეტირება, ავტომობილეთბის საპროტესტო მსვლელობით შეიცლვება, რომელიც 13:00 სთ-ზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და რუსთავისკენ დაიძვრება, „სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია“. შეიცვლება 9 და 11 მარტს შსს-თან და საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფორმაც. 20 მარტამდე გადაიდო 13 მარტს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაც. „[ჩვენი მიზანია], რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს საბაბი გადაბრალებების და თავის დაძვრენის იმ ვალდებულებებისგან, რაც მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინაშე აიღეს“, – განაცხადა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ. იგივე გაიმეორა სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ და დაამატა, რომ ოპოზიციაში მოლაპარაკების შედეგებს დაელოდებიან და სამომავლო სტრატეგიას უკვე ამის შესაბამისად დაგეგმავენ. ოპოზიციამ საპროტესტო აქციების განახლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, 16 თებერვალს დაანონსა. მათ გუშინ პირველი პიკეტი პარლამენტის შენობის შესასვლელთან მოაწყვეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა 7 მოქალაქე დააკავეს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა