Jump to content
×
×
  • Create New...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მისი კვლევა ცისილწამებას შეიცავს 


Recommended Posts

  • ფორუმელი

„საერთაშორისო  გამჭირვალობა-საქართველომ“ 1 მარტს განაცხადა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ  ორგანიზაციის კვლევა „ცილისწამებას“ შეიცავს, იმდენად დაუსაბუთებელია, რომ „კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე და საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს“.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ის მოსაზრებები, რომლებიც ორგანიზაციის 2018 წლის კვლევაშია გამოთქმული, სადაც შპს „აკა“-ს პარტნიორებსა და დავით ძოწენიძეს შორის არსებული სასამართლო დავაა განხილული და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული, „ცილისწამებაა“.

კვლევაში ორგანიზაცია აცხადებს, რომ შპს „აკა“-ს პარტნიორებსა და დავით ძოწენიძეს შორის 2016 წელს განახლებული დავა კითხვებს აღძრავს სასამართლო პროცესის დამოუკიდებლობის შესახებ და კორუფციის რისკებს შეიცავს.

შპს „აკას“ პარტნიორებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ანგარიშში გამოთქმული ამ შეფასებების – „[…] ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე“ –  ცილისმწამებლურად აღიარება მოითხოვეს.

„საერთაშორისი გამჭვრივალობა“ აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად აკრძალა ფაქტებზე დაყრდნობით  ნებისმიერი პირის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება და მათზე მოსაზრებების გამოთქმა.

„თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა,  გართულდება სასამართლოში სისტემური ხარვეზებისა და მიმდინარე ტენდენციების შესახებ კვლევების ჩატარება, მკვეთრად გაუარესდება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი“, – აცხადებს ორგანიზაცია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შპს „აკას“ პარტნიორების სარჩელზე უარის თქმა, რომლის ერთ-ერთი საფუძველი „არასწორად ფორმულირებული“ მოთხოვნა იყო. ამას გარდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაცხადა, რომ „საეთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებები არ იყო ცილისმწამებლური.

ორგანიზაციის თქმით, სააპელაციო სასამართლომ შპს „აკას“ პარტნიორებს ამ მოთხოვნის ფორმულირების შეცვლის შესაძლებლობა მისცა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა.

აღნიშნა რა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დაწესებულ სტანდარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ორგანიზაციის თქმით, საქმის განმხილველი ორი მოსამართლე, გენადი მაკარიძე და მერაბ ლომიძე დღეის მდგომარეობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share