ფორუმელი Moor Posted 2 მარტი, 2021 Posted 2 მარტი, 2021 საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით განახლებული დიალოგის ფონზე, „საკვირველია“ ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირება და ახალი თანმდევი დაკავებები. სამართალდამცველებმა პარლამენტის პიკეტირებისას შვიდი პირი დააკავეს ევროკავშირის შუამავლობით პრემიერი და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვაში პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა იმის მანიშნებელია, რომ „საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის“. „ნუთუ, მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო?“, – იკითხა პრეზიდენტმა და მოლაპარაკების მხარეებს „პასუხისმგებლობის აღებისკენ“ მოუწოდა. „[ევროკავშირში] ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზი მოინახულა შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიცია ახალი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაზე საუბრობს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა