Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირის შუამავლობით დიალოგის ფონზე პრეზიდენტი მხარეებს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს 


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით განახლებული დიალოგის ფონზე, „საკვირველია“ ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირება და ახალი თანმდევი დაკავებები.

ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვაში პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა იმის მანიშნებელია, რომ „საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის“.

„ნუთუ, მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო?“, – იკითხა პრეზიდენტმა და მოლაპარაკების მხარეებს „პასუხისმგებლობის აღებისკენ“ მოუწოდა.

„[ევროკავშირში] ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   230 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(22)
    • ASIA
    • Facebookexternalhit(2)