Jump to content
×
×
  • Create New...

ახალი „კანონპროექტი“ გალელებს საშუალებას მისცემს აფხაზებად ჩაეწერონ


Recommended Posts

  • ფორუმელი

ოკუპირებულმა აფხაზეთმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც „უცხოეთის მოქალაქეებს“ საშუალებას მისცემს აფხაზებად ჩაეწერონ. ოკუპირებული რეგიონის ეს გადაწყვეტილება ეთნიკურად ქართველებზეა გათვლილი, რომლებიც გალის რაიონის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ.

რეგიონის „საკანონმდებლო ორგანოს“ სპიკერმა, ვალერი კვარჩიამ, რომელიც სამოქალაქო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ინიციატორია, განაცხადა, რომ ცვლილებები საშუალებას მისცემს გალის ეთნიკურ ქართველებს, რომ აფხაზური გვარები და ეთნიკურობა გამოიყენონ. მისივე თქმით, ისინი ისტორიულად იძულებულნი იყვნენ, რომ ქართულ ეთნიკურობას დასთანხმებოდნენ.

კვარჩიას თქმით, ცვლილებების მიღება არსებულ კანონმდებლობაში იმ შეზღუდვას აღმოფხვრის, რომელიც ამჟამად მხოლოდ აფხაზ „მოქალაქეებს“ აძლევს უფლებას, რომ საკუთარი ეთნიკურობა შეიცვალონ.

დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს გალის რაიონიდან 2014 და 2017 წლებში აფხაზური „მოქალაქეობა“ და მასთან ერთად პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვათ. სანაცვლოდ, ოკუპირებულმა რეგიონმა მათ ბინადრობის ნებართვები გადასცა.

2017 წლის ივლისში, გალის რაიონული ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ ეთნიკური ქართველები „მოქალაქეობას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ ისინი საკუთარ ეთნიკურობას შეიცვლიდნენ და „აფხაზურ ფესვებს“ დაუბრუნდებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ, მაშინ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „სამწუხაროდ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ყოვლად მიუღებელი ექსპერიმენტების ჩატარებას გალის გეტოში მომწყვდეული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ“. გამახარიამ გალელი ქართველებისთვის ეთნიკური იდენტობის შეცვლის მცდელობას „ქართველთა დისკრიმინაციის ახალი ფორმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ იმ „ანტიისტორიული თეორიის“ ავტორებმა, რომლის მიხედვითაც, გალის რაიონის მოსახლეობა საბჭოთა დროს ძალით გააქართველეს, „ყველაზე კარგად უწყიან, რომ ისინი ურცხვად ცრუობენ“.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share